ქვეყნის პირველი დედამთილი და ბებია აიცრა - აღნიშნული სათაურით ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი მსახიობ მედეა ლორთქიფანიძის ფოტოებს აქვეყნებს.
ქვეყნის პირველი დედამთილი და ბებია აიცრა

ქვეყნის პირველი დედამთილი და ბებია აიცრა - აღნიშნული სათაურით ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი მსახიობ მედეა ლორთქიფანიძის ფოტოებს აქვეყნებს.
„ერთადერთი გზა, რომ როგორმე გამოვასწოროთ მდგომარეობა, არის ახალი მექანიზმების ჩართვა ვაქცინაციის პროცესში. ეს მექანიზმი შეიძლება იყოს ან სავალდებულო ვაქცინაცია შერჩეულ ჯგუფებში, ან კოვიდის საწინააღმდეგო კიდევ ერთი სერიოზული რესურსი, რაც გულისხმობს მწვანე პასპორტების ამოქმედებას.“
„ეს არის შესაძლებლობა, რომ ყველა ადამიანმა, ვინც ჩაიტარა ვაქცინაცია, შეუზღუდავად მიიღოს ნებისმიერი სერვისი, რომელიც ხორციელდება დახურულ სივრცეში. ეს იქნება კინო, ეს იქნება თეატრი, კონცერტი, რესტორანი, ბარი, არ აქვს მნიშვნელობა. მათთვის ეს სივრცე უნდა იყოს თავისუფალი. თუ საკოორდინაციო საბჭო უახლოეს სხდომაზე ამ საკითხებს განიხილავს, ეს იქნება კარგი. კიდევ უფრო კარგი იქნება, თუ რომელიმე გადაწყვეტილებას მიიღებს,“- აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ „პირველი არხის“ ეთერში ისაუბრა.
წყარო: „პირველი არხი“