Baby Bag

„უნდა გაგაწბილოთ, აცრილებიც ინფიცირდებიან კოვიდით, მაგრამ ეს ხალხი უმეტეს შემთხვევაში სახლში მკურნალობს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

„უნდა გაგაწბილოთ, აცრილებიც ინფიცირდებიან კოვიდით,  მაგრამ ეს ხალხი უმეტეს შემთხვევაში სახლში მკურნალობს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ​ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და ვაქცინაციის დაბალ ტემპს ეხმიანება. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„რეანიმაციულ განყოფილებებში 99% აუცრელი პაციენტია. ქვეყანაში 1 მილიონი ადამიანია აცრილი, თქვენ ფიქრობთ ისინი საერთოდ არ ავადდებიან? უნდა გაგაწბილოთ, აცრილებიც ინფიცირდებიან კოვიდით, მაგრამ ეს ხალხი უმეტეს შემთხვევაში სახლში მკურნალობს, შესაბამისად ნაკლებად ხდებიან კლინიკების გადატვირთვის და სამედიცინო პერსონალის გამოფიტვის მიზეზი.

​მასობრივი ვაქცინაციის მიზანიც ესაა - კოვიდსასაკლაო გადავაქციოთ მართვად პანდემიად!“ - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ყველაფერი ჯანმრთელობაზე

„სიმართლე პანდემიაზე: ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს ფუჭი იმედებით, ვთქვათ პირდაპირ...“ - ბოჭორიშ...
​ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში პანდემიის შესახებ შეულამაზებელ სიმართლეს გვაცნობს. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:„სიმართლე პანდემიაზე - ​ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს ფუჭი...

შეიძლება დაინტერესდეთ

,,გაცილებით, გაცილებით უფრო მძიმე დღეში აღმოვჩნდებოდი, რომ არა აცრა''

,,გაცილებით, გაცილებით უფრო მძიმე დღეში აღმოვჩნდებოდი, რომ არა აცრა''
პო­ლი­ტო­ლო­გი გია ნო­დია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კორონავირუსით ინფიცირების შესახებ წერს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,მოვილიე, მგონი, ჩემი კოვიდი, რომელიც დამემართა, მიუხედავად იმისა, რომ ფაიზერით ორჯერ ვიყავი აცრილი.

2-3 დღე მქონდა სიცხე 38-ის მიდამოებში, ხველება და ზოგადი არაფრისთავისქონა. ახლა დამრჩა მხოლოდ სისუსტე, თუმცა რაკი ამ პოსტის დაწერა გავქაჩე, იმასაც ვძლევ.

დიდი მადლობა ინფექციურ საავადმყოფოს, Marika Tugushi-ს, მაია ახვლედიანს და ყველას, ვინც ძალიან კარგად მომიარა.

რაც შეეხება ფაიზერს: ხომ წინასწარ ვიცოდი, რომ აცრა ასი პროცენტით არ გამორიცხავს ინფიცირებას… მაინც გგონია, იმ რამდენიმე პროცენტში მაინცდამაინც შენ რატომ უნდა მოხვდე? და რატომ არა? ასეთია ადამიანის ბუნება: არ ველოდი და მეწყინა.

თუმცა, ამავე დროს, დავრწმუნდი, რომ გაცილებით, გაცილებით უფრო მძიმე დღეში აღმოვჩნდებოდი, რომ არა აცრა. ძალიან დიდი განსხვავებაა.

ვიცი, რომ ჩემი პროპაგანდა არ ჭირდება ხალხს, რომ აიცრას (სადაა, თორემ კი…). მაინც უნდა დამეწერა,'' - აღნიშნავს გია ნოდია. 


წაიკითხეთ სრულად