Baby Bag

​ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა ჯგუფმა 5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა

​ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის  მრჩეველთა ჯგუფმა 5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გამოყენებას მხარი დაუჭირა

ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის მრჩეველთა ჯგუფმა 5-11 წლის ასაკის ბავშვებში „ფაიზერის“ ვაქცინის გადაუდებელი მოხმარებისთვის გამოყენებას მხარი დაუჭირა. ​მრჩეველთა ჯგუფის გადაწ​ყვეტილებით, ბავშვებში „ფაიზერით“ ვაქცინაციით მიღებული სარგებელი შესაძლო რისკებს აჭარბებს.

„ფაიზერის“ გადაწყვეტილებით 12 წლამდე ასაკის ბავშვები ზრდასრულებისთვის განკუთვნილი ვაქცინის დოზის მესამედით აიცრებიან. კვლევებით დადასტურდა, რომ შემცირებული დოზის მიღების შემთხვევაშიც ბავშვები სიმპტომური დაავადებისგან დაცულები არიან.

ცნობილია, რომ „ფაიზერისა“ და „მოდერნას“ ვაქცინები იშვიათ შემთხვევაში მიოკარდიტს - გულის კუნთის ანთებას იწვევს. ბავშვებში ვაქცინის დოზის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიოკარდიტის რისკის თავიდან აცილების მიზნითაც იქნა მიღებული.

​„ფაიზერის“ ცნობით, კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ სიმპტომური ინფექციისგან დაცვის კუთხით ბავშვებში ვაქცინის ეფექტიანობა 90%-ს აღემატება.

5-11 წლის ბავშვებში „ფაიზერით“ ვაქცინაციის დაწყებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ნოემბერში მიიღებს.

წყარო: ​CNN

შეიძლება დაინტერესდეთ

რას გააკეთებდით პირველ რიგში მოცემულ ვითარებაში? - თქვენი პასუხი თქვენს პიროვნულ თვისებებზე ბევრ რამეს ამბობს

რას გააკეთებდით პირველ რიგში მოცემულ ვითარებაში? - თქვენი პასუხი თქვენს პიროვნულ თვისებებზე ბევრ რამეს ამბობს

ადამიანის პიროვნულ მახასიათებლებზე ბევრი რამ მეტყველებს. სმარტფონიც კი, რომელსაც ყიდულობთ, თქვენს თვისებებზე ბევრ რამეს მიგანიშნებთ. ადამიანები ფიქრობენ, რომ გარკვეულ ვითარებაში გადაწყვეტილების მიღებისას მხოლოდ ორგვარად შეუძლიათ მოქცევა: სწორად ან არასწორად. ჩვენს ტესტში საქმე სხვაგვარად არის. აქ სწორი და არასწორი გადაწყვეტილება არ არსებობს, თუმცა თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება თქვენს პიროვნულ მახასიათებლებზე მეტყველებს.

ყურადღებით დააკვირდით სურათს და დაფიქრდით, როგორ მოიქცეოდით მოცემულ ვითარებაში, რას გააკეთებდით პირველ რიგში? თქვენი არჩევანი თქვენს ძირითად პიროვნულ მახასიათებლებს გამოკვეთს.

​ტესტის პასუხი

მომზადებულია ​brightside.me - ს მიხედვით

თარგმნა ია ნაროუშვილმა

წაიკითხეთ სრულად