Baby Bag

სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ეკატერინე ტიკარაძემ განცხადება გააკეთა

სავალდებულო ვაქცინაციასთან დაკავშირებით ეკატერინე ტიკარაძემ განცხადება გააკეთა

,,სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები, რომელიც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს'' - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა:

„დარწმუნებული ვარ, რომ სავალდებულო ვაქცინაციას მოჰყვება ბევრად უფრო მეტი ნეგატიური პროცესები, რომელიც პირიქით, ხელს შეუშლის ვაქცინაციის პროცესს. აქედან გამომდინარე, არ ვეთანხმები და ვთვლი, რომ მნიშვნელოვანია მეტი კომინიკაცია მოსახლეობასთან და არა იძულებითი წესის გამოყენება, ისევ და ისევ, ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ“, - დასძინა ტიკარაძემ. 

შეიძლება დაინტერესდეთ

„შესაძლოა, კოვიდი ცხიმის უჯრედებში იმალება,“ - გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შედეგებზე

„შესაძლოა, კოვიდი ცხიმის უჯრედებში იმალება,“ - გიორგი ფხაკაძე ახალი კვლევის შედეგებზე

პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ახალი კვლევის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. ახალი კვლევის თანახმად, კოვიდის ვირუსი ადამიანის დაინფიცირების შემდეგ ცხიმის უჯრედებში ილექება:

მეცნიერები ეძებდნენ, თუ სად „ილექება”/„გროვდება” კოვიდი ადამიანის დაინფიცირების შემდეგ. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია, ვინაიდან, რომ დაამარცხო ან შეამცირო პოსტკოვიდური მდგომარეობა, აუცილებელია, ვიცოდეთ, სად არის ვირუსი და „მივხედოთ” მას.

ახალი კვლევა, ჯერ არ არის ბოლომდე გადამოწმებული სხვა კოლეგების მიერ, თუმცა მან აჩვენა, რომ კოვიდი შესაძლოა „იმალება” ცხიმის უჯრედებში.

შესაძლოა, ეს იყოს მიზეზი, თუ რატომ მიმდინარეობს ჭარბწონიან პაციენტებში, კოვიდი და პოსტკოვიდი უფრო რთულ/მწვავე ფორმებში.

ისეირნეთ ყოველდღე 10,000 ნაბიჯი. შეეცადეთ, მიხედოთ ჭარბ კოლოგრამებს და შესაძლოა, ესეც დაგეხმაროთ კოვიდთან ბრძოლაში.

ნაკლები ცხიმოვანი უჯრედები - ნაკლები კოვიდი.

ჯანმრთელობას გისურვებთ!“ - წერს გიორგი ფხაკაძე

წაიკითხეთ სრულად