ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა
„პანდემია მაშინ დასრულდება, როდესაც მსოფლიო მის დასრულებას გადაწყვეტს. ჩვენ ყველანაირი იარაღი გვაქვს ვირუსის დასამარცხებლად: საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეფექტიანი ინსტრუმენტები და ეფექტიანი სამედიცინო საშუალებები. მსოფლიო ამ საშუალებებს სწორად არ იყენებს. კვირის განმავლობაში 50 000 გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება, რაც იმის ნიშანია, რომ პანდემია შორს არის დასრულებისგან,“ - განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.
Worldmeters-ზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, დღემდე მსოფლიოში 244 427 410 კოვიდ-19-ით ინფიცირების შემთხვევა აღირიცხა. 4 963 752 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა, ხოლო 221 451 949 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
წყარო: Hindustantimes
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ყველაფერი ჯანმრთელობაზე
