Baby Bag

„პანდემია მოსალოდნელზე ერთი წლით მეტხანს გასტანს,“ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება

„პანდემია მოსალოდნელზე ერთი წლით მეტხანს გასტანს,“ - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ​ღარიბ ქვეყნებში ვაქცინაციის დაბალი ტემპის გამო პანდემიის დასრულების თარიღმა, შესაძლოა, გადაიწიოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უფროსმა მრჩეველმა ბრიუს ეილვარდმა განაცხადა, რომ პანდემიური კრიზისი 2022 წელშიც გაგრძელდება.

ელივარდის თქმით, აფრიკაში პოპულაციის 5 %-ზე ნაკლებია ვაქცინირებული, მაშინ, როდესაც მსოფლიოს დანარჩენი მოსახლეობის 40 % აცრილია. ვაქცინების უდიდესი ნაწილი მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებმა მიიღეს, ხოლო აფრიკას ვაქცინების საერთოდ რაოდენობის მხოლოდ 2,6 % გადაუნაწილდა.

ბრიუს ეილვარდმა მდიდარ ქვეყნებს ურჩია, ადგილი დაუთმონ შედარებით ღარიბ სახელმწიოფოებს და ფარმაცევტულმა კომპანიებმა პრიორიტეტულად სწორედ დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნები განიხილონ.

​ვაქცინაციის პროცესი უნდა დავაჩქაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პანდემია მოსალოდნელზე ერთი წლით მეტხანს გასტანს,“ - განაცხადა ბრიუს ეილვარდმა.

წყარო:​ BBC

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ყველაფერი ჯანმრთელობაზე

,,ავიცრათ თუ არა? - პასუხი, ჩემთვის ცალსახაა...რომელი ვაქცინაა საუკეთესო?'' - ვაქცინაციაზე...
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ჩინური ვაქცინის და ზოგადად ვაქცინაციის შესახებ პოსტს სოციალურ ქსელში აქვეყნებს, რომელსაც ​MomsEdu.ge​ უცვლელად გთავაზობთ: ,,პრ...
„ყველა მუტირებული შტამი უფრო მეტად ახალგაზრდებს ემართებათ, მათ შორის ბავშვებსაც,“ - პედიატ...
​პედიატრმა ივანე ჩხაიძემ კოვიდ -19 ის ახალი, ინდური შტამის შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ ახალი შტამის შესახებ ჯერ ამომწურავი ინფორმაცია მედიკოსებს არ აქვთ:„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეშფოთება...

შეიძლება დაინტერესდეთ

შემოდგომაზე სკოლებში სწავლის განახლება იქნება თუ არა უსაფრთხო? - პაატა იმნაძის განმარტება

შემოდგომაზე სკოლებში სწავლის განახლება იქნება თუ არა უსაფრთხო? - პაატა იმნაძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, სკოლებში სწავლის განახლება უსაფრთხო იმ შემთხვევაში იქნება, თუ პედაგოგები და მშობლები აიცრებიან.

ბავშვი საიდანღაც ხომ ინფიცირდება? ბავშვი ინფიცირდება ოჯახში ან იქ, სადაც დადის. როგორც იცით, ბავშვების ვაქცინაცია ბევრ ქვეყანაში დაშვებულია 12 წლიდან. ჩინეთში საუბარია, რომ 3 წლიდანაც შეიძლება. მოგეხსენებათ, რომ ჩინეთს ჰყავს მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამანი აცრილი - მილიარდ-ნახევარი აცრა ჩატარებულია უკვე. როგორც კი ეს საერთაშორისო გაიდლაინებში შევა, მაშინ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს ჩვენთანაც შემოივიტანოთ. მანამდე გზა იმისთვის, რომ ბავშვები ავად არ გახდნენ, ისაა, რომ უფროსები აცრილები ვიყოთ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

წაიკითხეთ სრულად