Baby Bag

​„თუ დავუშვებთ, რომ ხვალ ყველა მოქალაქემ გაიკეთა ვაქცინა, ეს ინფექცია მაინც არ გაქრება, მაგრამ გარდაცვლილების რიცხვი 10-ჯერ შემცირდება''

​„თუ დავუშვებთ, რომ ხვალ ყველა მოქალაქემ გაიკეთა ვაქცინა, ეს ინფექცია მაინც არ გაქრება, მაგრამ გარდაცვლილების რიცხვი 10-ჯერ შემცირდება''

„თუ დავუშვებთ, რომ ხვალ ყველა მოქალაქემ გაიკეთა ვაქცინა, ეს ინფექცია მაინც არ გაქრება, მაგრამ გარდაცვლილების რიცხვი 10-ჯერ შემცირდება,“ - აღნიშნულის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა. 

მისი თქმით, ვაქცინაცია არის სამოქალაქო ვალი.

წყარო: ​,,მე-17 სართული''


შეიძლება დაინტერესდეთ

,,ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ჯგუფები დაემატება''

,,ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ჯგუფები დაემატება''

ვაქცინაციის პროცესში ასაკობრივი ჯგუფები დაემატება - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინემ განაცხადა. 

მისი თქმით, ამ ეტაპზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში 65 წელს ზემოთ ასაკობრივი ჯგუფები ჩაერთვებიან:

„მოხდება ასაკობრივი ჯგუფების დამატება ვაქცინაციის პროცესში. კერძოდ კი, 65 წელს ზევით ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებელი იქნება ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობა. ჩვენ ვიცით, რომ სწორედ ესენია მოწყვლადი ჯგუფები, რომლებისთვისაც კოვიდინფექცია ყველაზე საშიშია, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პროცესი დაგვეჩქარებინა. 

ჩვენი მოქალაქეებისთვის პორტალი ხელმისაწვდომი იქნება 25 რიცხვიდან. წინა პერიოდში კი მათ შესაძლებლობა ექნებათ, 1525-ზე მიიღონ ყველა ის საჭირო ინფორმაცია, რომლითაც მოახერხებენ პორტალზე დარეგისტრირებას. 

სამედიცინო პერსონალის კომპონენტში ვაქცინაციის პროცესი გაგრძელდება, უბრალოდ, 25 რიცხვის შემდეგ, ჩვენი ექიმები ვერ გამოიყენებენ იმ განსაკუთრებული რიგის მართვის კომპონენტს, რომელზე ხელმისაწვდომობაც მათ ამ პერიოდში ჰქონდათ. ეს არის ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც საბჭომ დღეს მიიღი,“ - დასძინა ეკატერინე ტიკარაძემ.

წაიკითხეთ სრულად