„კვლევებმა აჩვენა, რომ ომეგა-3-ში შემავალი ცხიმოვანი მჟავები ხელს უშლის კოვიდ-19-ის ინფექციის გაღრმავებას. მე თვითონაც რამოდენიმე ხანია ვხმარობ ამ პრეპარატს პაციენტებთან, რომლებიც განსაკუთრებით დატვირთულები არიან გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ კოვიდის შემდგომ პროცესში. პრეპარატმა ნამდვილად გამოავლინა დადებითი ეფექტი.“
ლევან რატიანმა გახანგრძლივებული კოვიდის სიმპტომებიც დაასახელა:
„უკვე რამოდენიმე თვეა შემოიღეს გახანგრძლივებული კოვიდის ცნება. ეს ცნება მოიცავს სხვადასხვა პოსტ-კოვიდურ გართულებებს. კოვიდინფიცირებულთა 80 %-ში გვხვდება გახანგრძლივებული კოვიდი. გახანგრძლივებული კოვიდის სიმპტომებია: საერთო სისუსტე, დაღლილობა, ძილის დარღვევა, ყნოსვის და გემოს დაქვეითება, სახსრების ტკივილი, ქოშინი, კოგნიტური დარღვევები, დეპრესია.“
„რატომ უტოლდება ომეგა-3 ანტიდეპრესანტს? კოვიდ-19-ის დაავადებას ახასიათებს ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება სისხლში. სწორედ ამიტომ ვითარდება დეპრესიის კლინიკური გამოვლინებები. დეპრესიის კლინიკური გამოვლინების ჯაჭვი ომეგა 3-მა, როგორც ანტიოქსიდანტმა, შესაძლოა, შეწყვიტოს,“ - აღნიშნულ საკითხებზე ლევან რატიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ექიმები“ ისაუბრა.
წყარო: „ექიმები“
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ყველაფერი ჯანმრთელობაზე