ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია სინოფარმით აცრილებსა და კოვიდგადატანილებისთვის მიღებულ ახალ გადაწყვეტილებაზე საუბრობს. მისი თქმით, ნებისმიერი ვაქცინით შეიძლება ბუსტერ დოზის გაკეთება, გარდა ასტრაზენეკას ვაქცინისა:
,,სინოფარმით აცრილებს შეუძლიათ მესამე დოზა იგივე ვაქცინა გაიკეთონ, თუმცა მათ ასევე აქვთ საშუალება გაიკეთონ ფაიზერის ვაქცინა. რაც შეეხება კოვიდგადატანილ ადამიანს, თუ ისედაც ვაქცინირებული იყო, მისი იმუნიტეტი მყარი უნდა იყოს და ისინი იმ პირველ ჯგუფში არ შედიან, რომლებსაც ბუსტერ დოზა სჭრიდებათ. თუმცა 6 თვის გასვლის შემდეგ, მიზანშეწონილი იქნება, რადგან ჯერჯერობით მყარი დასაბუთება, რომ ანტისხეულები დიდხანს ნარჩუნდება, არ გვაქვს, '' - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
რაც შეეხება სინოვაკის და სინოფარმის ეფექტურობას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ორივე ვაქცინა ეფექტურია, თუმცა გარკვეული დროის შემდეგ, ანტისხეულების ტიტრი იკლებს, ეს დაახლოებით 6 თვეში ხდება.
სინოვაკით გამომუშავებული ანტისხეულები ყოველ 40 დღეში ნახევრდება
პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საქართველოში ვაქცინაციასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს, რომელსაც MomsEdu.ge უცლელად გთავაზობთ:
,,სინოვაკით გამომუშავებული ანტისხეულები ყოველ 40 დღეში ნახევრდება.
სინოვაკით სრულად აცრილი ადამიანი ანტისხეულებსა და დაცვას 50%-ით კარგავს ყოველ 40 დღეში.
ორიგინალი შტამის მიმართ ეფექტურობა 60%-70% შეადგენს, მაგრამ ალფა და დელტა ვარიანტებზე პასუხი არ არის.
კვლევამ ასევე აჩვენა, რომ დაცვის დონე 40 წლის ზემოთ ძალიან დაბალი იყო და სინოვაკი შედარებით ეფექტურია 40 წლის ქვემოთ. ასაკოვან ადამიანებში ის ნაკლებად ეფექტურია.
დასკვნა:
ზაფხულში სინოვაკმა თავისი საქმე გააკეთა (ვინაიდან დელტა არ იყო ძაან გავრცელებული), მაგრამ შემოდგომიდან სინოვაკით აცრილებმა ბუსტერი, მესამე დოზა უნდა მოვითხოვოთ (ფაიზერი), იმიტომ, რომ ივნის-ივლისში სინოვაკით აცრილს სექტემბერში დაცვა ექნება თითქმის განულებული.
აუცილებელია, ფაიზერის მესამე დოზა ხელმისაწვდომი გახდეს სინოვაკით სრულად აცრილებისთვის აცრიდან 3 თვის შემდეგ (ბაჰრეინის და სხვების მაგალითზე უნდა ვისწავლოთ),'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.