„ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინირებულების“ - ამის შესახებ ინფორმაციას
ისრაელში ჩატარებული კვლევის მიხედვით, კოვიდგადატანილების იმუნიტეტი ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ვაქცინირებულების. მეცნიერების თქმით, Pfizer-BioNTech-ით სრულად ვაქცინირებული ადამიანების დელტა შტამით ინფიცირების შანსი 6-ჯერ მაღალი იყო, ვიდრე მათი, ვინც იმუნიტეტი ბუნებრივად გამოიმუშავა.
ის ფაქტი, რომ კოვიდგადატანილების აცრის შემდეგ მათი ანტისხეულების რაოდენობა გაიზრდება, ამას დიდი მტკიცება და ექსპერიმენტი არ სჭირდება, მაგრამ ამ გზით გაზრდილი ანტისხეულების რაოდენობა არანაირ კლინიკურ სარგებელს არ იძლევა და რაც მთავარია, უნდა გვახსოვდეს რისკისა და სარგებლის თანაფარდობა!?
ვაქცინაციას მასიურად შეუძლია სიცოცხლის გადარჩენა! ვაქცინაცია მედიცინის მონაპოვარია! მას მასიურად შეუძლია გადარჩინოს ადამიანების სიცოცხლე! ფაქტი ერთია, მთავარია პოპულაციიური იმუნური სტატუსის ჩამოყალიბება, რაც სუმარული ჯამია პოსტ-ინფექციის და ვაქცინაციის! მყარი იმინიტეტი პოსტინფექციურ ადამიანებში როგორც ევროპის ზოგიერთი ინსტიტუცია გვეუბნება არის გატანილებში + ერთჯერადი ვაქცინაცია! არა ქაოსს! სიმშვიდით, სიყვარულით და გვერდში დგომით გადავრჩებით! ჯანმრთელობას გისურვებთ! აუცილებლად გადავრჩებით!“ - წერს ლევან რატიანი.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)