პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ანტივაქსერების შესახებ პოსტს აქვეყნებს:
,,ანტივაქსერები მთელი მსოფლიოდან თავისივე ,,ბრძოლის” მსხვერპლნი ხდებიან.
კოვიდით დღეს გარდაიცვალა კიდევ ერთი ყველაზე დიდი და ყველაზე აქტიური ანტივაქსერი ისრაელში ბატონი ჰაი შოულიან, ამერიკაში - ქალბატონი ვერონიკა ვალსკი და ასევე ამერიკაში კოვიდით გარდაიცვალა 4 წლის ულამაზესი ანგელოზი გოგო კელი კოოკი.
ამ პატარა გოგოს დედა ანტივაქსერი იყო და ახლა ნანობს, მაგრამ უკვე გვიანია.
არაერთ სოციალურ ქსელში ცნობილი ანტივაქსერი გარდაიცვალა კოვიდით (მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში) ამ ბოლო დროს, დელტა ვარიანტი არავის ინდობს, მას არ აინტერესებს ადამიანის ასაკი, ეროვნება, რელიგია ან ვაქცინებისადმი მათი დამოკიდებულება. ეს ვირუსი არის ვერაგი.
იპროტესტეთ, საპროტესტოს მეტი რა არის, მაგრამ გაუფრთხილდით საკუთარ თავს და გაუფრთხილდით ერთმანეთს.
გახსოვდეთ, ვერც ერთი წამალი და ვერც ერთი ვაქცინა ინფიცირებისგან 100%-ით ვერ დაგიცავთ, მაგრამ დაგიცავთ სიკვდილისგან, რეანიმაციისგან და პოსტკოვიდური (გრძელი კოვიდისგან) მგომარეობისგან.
თუ გაინტერესებთ, რამდენი პროცენტით ხართ დაცული კოვიდვაქცინით, ჩემი პასუხი არის: თუნდაც 1% შანსი, რომ აერიდოთ სიკვდილს, ეს ცოტაა?!
დაფიქრდით და გამოიყენეთ საღი აზრი.
ყველა ის ადამიანი, ვინც ჩემს პოსტებზე წერს უაზრო კომენტარებს, და ის ადამიანები, ვინც ტირაჟირებენ ჩემზე “დამონტაჟებულ ვიდეოებს” ინტერნეტში, მე პრობლემა არ მაქვს თქვენთან, იხალისეთ, ოღონდ მე ნამდვილად არ მინდა რომ თქვენ გეწიოთ ბატონი ჰაი შოულიანის და ქალბატონი ვერონიკა ვალსკის ბედი.
სანამ არის ფაიზერის ვაქცინა საქართველოში, დროზე აიცერით.
ჯანმრთელობას გისურვებთ,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
,,თუ ვირუსის შეჩერება გვინდა, ამისთვის ორი გზა არსებობს...''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვირუსის შეჩერების გზებზე საუბრობს და ორ ვარიანტს ასახელებს:
,,თუ ვირუსის შეჩერება გვინდა, ამისთვის ორი გზა არსებობს: 1. ქვეყანაში 4 მლნ ვაქცინა უნდა ჩამოიტანო, მაგრამ ჩინური ნაგავი კი არა, „ფაიზერი“. მაგათი ვაქცინა 15 დოლარი ღირს, ჩინურზე უფრო იაფია. 2 თვეში საქართველოს მოსახლეობის ვაქცინაცია სრულიად შესაძლებელია. ამის ათასი ხრიკი არსებობს, მე გასწავლით, თუ გინდათ, მაგრამ ამის სურვილი არ არსებობს. ამ 4 მლნ ვაქცინის გაკეთების შემდეგ შეიძლება, ქვეყანა გაიხსნას; 2. მეორე ვარიანტია, ქვეყანა უნდა ჩაიკეტოს, საზღვარგარეთიდან ჩამოსული ყველა ადამიანი კარანტინში უნდა გადავიდეს,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.
მისი თქმით, საქართველოში ვაქცინაცია პრაქტიკულად არ მიმდინარეობს:
,,საქართველოში ვაქცინაცია პრაქტიკულად არ მიმდინარეობს, ის რამდენიმე ათასი დოზა არაფერს ნიშნავს. საქართველოს სჭირდება დაახლოებით 4 მლნ დოზა. ვაქცინაცია ნიშნავს, რომ მოზრდილი მოსახლეობის 90% იყოს აცრილი. ეს 2021 წლისათვის საქართველოში ვერ განხორციედება.
მე ვაფრთხილებდი - „ასტრაზენეკას“ პარტია ორ ნაწილად უნდა გაყოფილიყო, იმიტომ, რომ შეიძლება. მეორე დოზისთვის ვეღარ ჩამოეტანათ. ასეც მოხდა. მეორე პარტია ინდოეთიდან უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ ახლა ამ ქვეყანას თვითონ სჭირდება ვაქცინები და ვერ მოგვცემს. შანსი, რომ ასტრაზენეკას მეორე დოზა თავის დროზე ჩამოვიდეს საქართველოში, არის ნული.
რაც შეეხება რჩევებს:
1. ამ პერიოდში მაქსიმალურად შეეცადეთ, არ მიხვიდეთ სამედიცინო დაწესებულებებში, თუ ამის გადაუდებელი აუცილებლობა არ არის;
2. ინფიცირებულებმა, თუ მდგომარეობა აძლევთ საშუალებას, სახლის პირობებში მართოთ დაავადება, ჯობია სახლის პირობებში დარჩნენ.
3. როცა ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოში ინდური შტამი არ არის, შეკითხვა მაქვს, ამ შტამზე კვლევებს აკეთებენ? საქართველოში ადეკვატურ სეკვენსირებას არ აკეთებენ, ძვირადღირებული სიამოვნებაა, შესაბამისად, ჩვენმა მთავრობამ არ იცის, ქვეყანაში რეალურად რა ვირუსი ცირკულირებს,'' - დასძინა გიორგი ფხაკაძემ.