Baby Bag

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება

13 სექტემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის გარდა, ყველა სხვა შეზღუდვა ძალაში რჩება.

ლატარია მათთვის, ვინც ვაქცინას გაიკეთებს - დეტალები
საკოორდიაციო საბჭოს გადაწყვეტილებით ადამიანები, რომლებიც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინას გაიკეთებენ, ლატარიაში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ. ,,ჯამური საპრიზო ფონდი შეადგენს 2 მლნ. 800 ათას ლარს. ლა...

შეიძლება დაინტერესდეთ

ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაიცვალა

ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაიცვალა

ჟურნალისტი ნინი ჯაფარიძე მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად გარდაიცვალა. 

​„ნინი ჯაფარიძე – ეს უბედნიერესი გოგო, რომელიც შვილის გაჩენას ყოველ წუთს, მოუთმენლად ელოდა, უკვე წარსულია. დაგვტოვა ნინიმ, და დატოვა ახალი სიცოცხლე პატარა ბარბარე. ეს ის შემთხვევაა, როცა სიტყვებს ძალა არ აქვს.

მან თავისი სიცოცხლე ახალ სიცოცხლეს დაუთმო. მისთვის მშობიარობა საბედისწერო აღმოჩნდა,“ - ნათქვამია „მედიაცენტრ მთავარის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გარდაცვალების მიზეზი მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად გულის გაჩერება გახდა. ნინი 30 წლის იყო. 

​Moms.ge იზიარებს მწუხარებს და ოჯახს თანაგრძნობას უცხადებს.

წაიკითხეთ სრულად