ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლა ვაქცინაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, სკოლის მასწავლებელთა 40% უკვე სრულად აცრილია, დანარჩენებმა პირველი დოზა გაიკეთეს და სასწავლო წლის დაწყებამდე ისინიც ორჯერადად აცრილები იქნებიან:
,,ძვირფასო მშობლებო,
სექტემბრამდე, სანამ სკოლაში შევხვდებით ერთმანეთს, მინდა ერთი კარგი ამბავი გითხრათ: სასწავლო წლის დასრულებისას ჩვენ, პედაგოგები შევთანხმდით , გამოგვეყენებინა საზაფხულო შვებულების პერიოდი და გვეზრუნა საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და აცრა გაგვეკეთებინა!
ასეც მოხდა (რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ კოლეგას, რომელიც სრული პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ სერიოზულ საქმეს) : მასწავლებელთა 40% უკვე სრულად აცრილია, დანარჩენებმა პირველი დოზა გაიკეთეს და სასწავლო წლის დაწყებამდე ისინიც ორჯერადად აცრილები იქნებიან!!!
ვეცადეთ, ამ ფორმითაც გამოგვეხატა უდიდესი პატივისცემა ერთმანეთისა და თქვენი შვილების მიმართ!
ახლა გავბედავ და დედებსა და მამებს, ბებო-ბაბუებს, ერთი რჩევა მინდა მოგცეთ მე, ვისაც ძალიან გაუთამამდა სიკვდილი : ჩვენს ქვეყანაში კი არა, მთელ პლანეტაზე შექმნილი მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, როცა ვერაგი ვირუსი განსაკუთრებულად საშიში გახდა პატარებისთვის, როცა ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები, თქვენი და ჩვენი შვილებისთვის, მათი ღიმილიანი სახეებისთვის, მათი კეთილდღეობისთვის, თქვენც გაიკეთეთ აცრა #აცრაარკლავს!!!!
ერთად ვიბრძოლოთ ამქვეყნად ყველაზე ძვირფასის- შვილების სიცოცხლის გადასარჩენად!'' - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„პირბადის ტარება ბავშვის ჯანმრთელობას არავითარ ზიანს არ აყენებს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ბავშვებში სკოლების დაკეტვით გამოწვეული სოციალური იზოლაციის მავნე შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, სკოლის უსაფრთხოებისთვის მასწავლებლების გარდა, მშობლების ვაქცინაციაც მნიშვნელოვანია:
„ჩვენ ვერ ვაცნობიერებთ, რა შეიძლება ამან მოგვიტანოს. ბავშვებს სოციალური კომუნიკაციები უჩლუნგდებათ. გაეროს ბავშვთა ფონდიც სთხოვს სახელმწიფოებს, რომ პირველი გახსენით სკოლა და ბოლო დაკეტეთ სკოლა. ჩვენთან პარადოქსია, რომ რესტორნები გახსნილი იყო და სკოლები - დაკეტილი. არ იქნება ეს დისკრიმინაცია, განათლების სამინისტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ გამოარკვიონ, მშობლები სადაც აცრილები არიან, ასეთ ბავშვებს უნდა მისცენ ონლაინ დასწრება. აქ უნდა იყოს წამახალისებელი ნაწილი. მოტივაცია გაუზარდეთ მშობლებს. არ არის მარტო პედაგოგების ვაქცინაცია საკმარისი. ეს ბავშვები სახლებიდან მოდიან, სადაც მშობლები, ბებია-ბაბუა არიან აუცრელები.“
„ბავშვების მიერ პირბადის ტარება სანერვიულო არ არის. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნახშირორჟანგის მოლეკულური ზომა და პირბადის ზომა შეუთავსებელია. ნახშირორჟანგის არცერთი მოლეკულა ჩვენ უკან არ გვიბრუნდება. ბავშვის ჯანმრთელობას ეს არავითარ ზიანს არ აყენებს. კოვიდი უფრო საფრთხის მატარებელია, ვიდრე პირბადე,“ - აღნიშნულ საკითხზე ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ისაუბრა.