ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლა ვაქცინაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, სკოლის მასწავლებელთა 40% უკვე სრულად აცრილია, დანარჩენებმა პირველი დოზა გაიკეთეს და სასწავლო წლის დაწყებამდე ისინიც ორჯერადად აცრილები იქნებიან:
,,ძვირფასო მშობლებო,
სექტემბრამდე, სანამ სკოლაში შევხვდებით ერთმანეთს, მინდა ერთი კარგი ამბავი გითხრათ: სასწავლო წლის დასრულებისას ჩვენ, პედაგოგები შევთანხმდით , გამოგვეყენებინა საზაფხულო შვებულების პერიოდი და გვეზრუნა საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და აცრა გაგვეკეთებინა!
ასეც მოხდა (რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ კოლეგას, რომელიც სრული პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ სერიოზულ საქმეს) : მასწავლებელთა 40% უკვე სრულად აცრილია, დანარჩენებმა პირველი დოზა გაიკეთეს და სასწავლო წლის დაწყებამდე ისინიც ორჯერადად აცრილები იქნებიან!!!
ვეცადეთ, ამ ფორმითაც გამოგვეხატა უდიდესი პატივისცემა ერთმანეთისა და თქვენი შვილების მიმართ!
ახლა გავბედავ და დედებსა და მამებს, ბებო-ბაბუებს, ერთი რჩევა მინდა მოგცეთ მე, ვისაც ძალიან გაუთამამდა სიკვდილი : ჩვენს ქვეყანაში კი არა, მთელ პლანეტაზე შექმნილი მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, როცა ვერაგი ვირუსი განსაკუთრებულად საშიში გახდა პატარებისთვის, როცა ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები, თქვენი და ჩვენი შვილებისთვის, მათი ღიმილიანი სახეებისთვის, მათი კეთილდღეობისთვის, თქვენც გაიკეთეთ აცრა #აცრაარკლავს!!!!
ერთად ვიბრძოლოთ ამქვეყნად ყველაზე ძვირფასის- შვილების სიცოცხლის გადასარჩენად!'' - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
„ჩვენი ბავშვები საერთაშორისო შკალაზე რადიკალურად ჩამორჩებიან სხვა ქვეყნების დონეს,“ - ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ დამფუძნებელი გუნა ბიბილეიშვილი
ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ დამფუძნებელმა გუნა ბიბილეიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედის დილა“ ზოგადსაგანმანათლებლო საფეხურზე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა:
„სინამდვილეში დღევანდელი გამოწვევა, რასაც ითხოვს ზოგადსაგანმანათლებლო საფეხური,არის ის, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ბავშვები საერთაშორისო შკალაზე რადიკალურად ჩამორჩებიან სხვა ქვეყნების დონეს. სწორედ აქ უნდა ვეძებოთ, რომ ადრეული სკოლამდელი განათლება არის იმის საფუძველი, რომ შემდგომ ბავშვი იყოს წარმატებული. რადიკალურად ვერ ვიტყოდი, რომ პრობლემებია, მაგრამ ეს ასაკი და საფეხური არის დასახვეწი.“
გუნა ბიბილეიშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სკოლამდელი აღზრდის საფეხურის განვითარებისთვის თანხები იხარჯება, პრობლემები მაინც არსებობს:
„გარკვეული მეთოდები და ტრანზიციის პროცესი, რა უნდა გააკეთოს ბაღმა იმისთვის, რომ სკოლაში ბავშვი იყოს წარმატებული, ეს ნამდვილად საფიქრალია, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს ბავშვთა ფონდი აქტიურად არის ჩართული სკოლამდელი აღზრდის მომსახურების დახვეწის პროცესში და არსებობს გაწერილი სტანდარტი. ჯანდაცვის სამინისტროც ასევე აფინანსებს ადრეული განვითარების პროგრამას. მიუხედავად იმისა, რომ თანხები საკმაოდ იხარჯება, სექტორებს შორის კოორდინაცია თითქმის არ არის.“
„როდესაც ჩვენი გუნდის წევრები მიდიან პროცესის ხელშესაწყობად, იქ არამხოლოდ ბაღის მასწავლებლები, ბაღის გამგეც კი დაბნეულია და არ იცის ამ პროგრამის შესახებ. ამიტომ მნიშველოვანია, რომ თანხები, რაც იხარჯება, იყოს კარგად კოორდინირებული და საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობილი,“ - აღნიშნა გუნა ბიბილეიშვილმა.