ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლა ვაქცინაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, სკოლის მასწავლებელთა 40% უკვე სრულად აცრილია, დანარჩენებმა პირველი დოზა გაიკეთეს და სასწავლო წლის დაწყებამდე ისინიც ორჯერადად აცრილები იქნებიან:
,,ძვირფასო მშობლებო,
სექტემბრამდე, სანამ სკოლაში შევხვდებით ერთმანეთს, მინდა ერთი კარგი ამბავი გითხრათ: სასწავლო წლის დასრულებისას ჩვენ, პედაგოგები შევთანხმდით , გამოგვეყენებინა საზაფხულო შვებულების პერიოდი და გვეზრუნა საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და აცრა გაგვეკეთებინა!
ასეც მოხდა (რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ კოლეგას, რომელიც სრული პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ სერიოზულ საქმეს) : მასწავლებელთა 40% უკვე სრულად აცრილია, დანარჩენებმა პირველი დოზა გაიკეთეს და სასწავლო წლის დაწყებამდე ისინიც ორჯერადად აცრილები იქნებიან!!!
ვეცადეთ, ამ ფორმითაც გამოგვეხატა უდიდესი პატივისცემა ერთმანეთისა და თქვენი შვილების მიმართ!
ახლა გავბედავ და დედებსა და მამებს, ბებო-ბაბუებს, ერთი რჩევა მინდა მოგცეთ მე, ვისაც ძალიან გაუთამამდა სიკვდილი : ჩვენს ქვეყანაში კი არა, მთელ პლანეტაზე შექმნილი მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, როცა ვერაგი ვირუსი განსაკუთრებულად საშიში გახდა პატარებისთვის, როცა ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები, თქვენი და ჩვენი შვილებისთვის, მათი ღიმილიანი სახეებისთვის, მათი კეთილდღეობისთვის, თქვენც გაიკეთეთ აცრა #აცრაარკლავს!!!!
ერთად ვიბრძოლოთ ამქვეყნად ყველაზე ძვირფასის- შვილების სიცოცხლის გადასარჩენად!'' - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
,,არ დავუშვებთ, რომ ზაფხულში მოსწავლეებს სწავლა ვაიძულოთ'' - ეკატერინე დგებუაძე
რა იქნება იმ შემთხვევაში თუ სწავლა აპრილის ბოლომდე გადაიდება? - აღნიშნულ კითხვაზე ,,იმედის დილის'' ეთერში განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე დგებუაძემ უპასუხა. მისი თქმით, სამინისტრო არ დაუშვებს, რომ ცხელ ზაფხულში მოსწავლეებს აიძულონ სასწავლო პროცესში იყვნენ ჩართულები, ამისთვის მაქსიმალური გაკეთდება.
„ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ცხელ ზაფხულში მოსწავლეებს ვაიძულოთ სასწავლო პროცესში იყვნენ ჩართულები, ამისთვის მაქსიმალურს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ალტერნატიურ გზებზე ვმუშაობთ, მაგრამ მე არ შემიძლია გადავჭრით ვთქვა, რა იქნება იმ შემთხვევაში თუ სწავლა აპრილის ბოლომდე გადაიდება, თუმცა თუ ეს მოხდა, ამისთვისაც მზად უნდა ვიყოთ,“ - დასძინა ეკატერინე დგებუაძემ.
შეგახსენებთ, რომ „საჯარო სკოლებში სასწავლო წლის დასრულებისა და არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება გუშინ შევიდა.
ბრძანებაში აისახა გუშინ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არდადეგები 1-ლ აპრილამდე გახანგრძლივდა.
„საგაზაფხულო არდადეგები 2019-2020 სასწავლო წლისთვის განისაზღვროს 2020 წლის 2 მარტიდან 2020 წლის 1 აპრილამდე,“ - აღნიშნულია ბრძანებაში.
რაც შეეხება ანაზღაურებას, არდადეგების პერიოდში სკოლის მასწავლებლები, ადმინისტრაცია და ტექნიკური პერსონალი შრომის ანაზღაურებას შეუფერხებლად მიიღებენ.
Momsedu.ge-მ თქვენთვის, მასწავლებლებისთვის შექმნა ახალი სივრცე - „მასწავლებლების სანდო წყარო“, სადაც ყოველდღიურად ქვეყნდება საგანმანათლებლო სფეროს სიახლეები. გადმოდით ბმულზე და მოიწონეთ - „მასწავლებლების სანდო წყარო“.