ჩხოროწყუს N1 საჯარო სკოლა ვაქცინაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ირკვევა, სკოლის მასწავლებელთა 40% უკვე სრულად აცრილია, დანარჩენებმა პირველი დოზა გაიკეთეს და სასწავლო წლის დაწყებამდე ისინიც ორჯერადად აცრილები იქნებიან:
,,ძვირფასო მშობლებო,
სექტემბრამდე, სანამ სკოლაში შევხვდებით ერთმანეთს, მინდა ერთი კარგი ამბავი გითხრათ: სასწავლო წლის დასრულებისას ჩვენ, პედაგოგები შევთანხმდით , გამოგვეყენებინა საზაფხულო შვებულების პერიოდი და გვეზრუნა საკუთარ და ერთმანეთის ჯანმრთელობაზე და აცრა გაგვეკეთებინა!
ასეც მოხდა (რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ კოლეგას, რომელიც სრული პასუხისმგებლობით მოეკიდა ამ სერიოზულ საქმეს) : მასწავლებელთა 40% უკვე სრულად აცრილია, დანარჩენებმა პირველი დოზა გაიკეთეს და სასწავლო წლის დაწყებამდე ისინიც ორჯერადად აცრილები იქნებიან!!!
ვეცადეთ, ამ ფორმითაც გამოგვეხატა უდიდესი პატივისცემა ერთმანეთისა და თქვენი შვილების მიმართ!
ახლა გავბედავ და დედებსა და მამებს, ბებო-ბაბუებს, ერთი რჩევა მინდა მოგცეთ მე, ვისაც ძალიან გაუთამამდა სიკვდილი : ჩვენს ქვეყანაში კი არა, მთელ პლანეტაზე შექმნილი მძიმე ეპიდსიტუაციის გამო, როცა ვერაგი ვირუსი განსაკუთრებულად საშიში გახდა პატარებისთვის, როცა ყოველდღიურად იღუპებიან ადამიანები, თქვენი და ჩვენი შვილებისთვის, მათი ღიმილიანი სახეებისთვის, მათი კეთილდღეობისთვის, თქვენც გაიკეთეთ აცრა #აცრაარკლავს!!!!
ერთად ვიბრძოლოთ ამქვეყნად ყველაზე ძვირფასის- შვილების სიცოცხლის გადასარჩენად!'' - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
მოსალონდელია, რომ ორსულთა უმრავლესობა გადაიტანს ამ დაავადებას ისეთი მსუბუქი სიმპტომებით, როგორიც თან ახლავს გაციებას და გრიპს
გინეკოლოგი ნინო ჩოგოვაძე კორონავირუსის პანდემიის დროს ორსულებს რეკომენდაციებს აძლევს.მის რჩევებს აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.
„მოგახსენებთ, რომ მიმდინარე მონაცემებით, ორსულები არ ავლენენ COVID -19-ით გამოწვეული დაავადების მწვავე მიმდინარეობას ზოგად პოპულაციასთან შედარებით. მოსალოდნელია, რომ ორსულთა უმრავლესობა გადაიტანს ამ დაავადებას ისეთი მსუბუქი სიმპტომებით, როგორიც თან ახლავს გაციებას და გრიპს. ამჟამად არ არსებობს რაიმე მტკიცებულება, რომ ვირუსი შესაძლოა, გადაეცეს ნაყოფს (ე.წ. ვერტიკალური გადაცემა) ან გამოიწვიოს ნაყოფის განვითარების ანომალიები. ასევე არ არის დადასტურებული, რომ საკეისრო კვეთა ან ნაადრევად ინდუცირებული მშობიარობა ამცირებს ახალშობილზე ვირუსის გადაცემის რისკს. ამიტომ ეს ჩარევები უნდა განხორციელდეს მხოლოდ სათანადო ჩვენების შემთხვევაში. მეძუძური დედების საყურადღებოდ - არ არსებობს მტკიცებულება, რომ ვირუსი გადაეცემა დედის რძით.
მეან-გინეკოლოგთა სხადასხვა ასოციაციები ურჩევენ ორსულებს განახორციელონ შემდეგი პრევენციული ღონისძიებები:
🔹მკაცრად დაიცავით ჰიგიენის წესები; 🔹დაიბანეთ ხელები რეგულარულად საპნით და წყლით; 🔹ნუ შეეხებით თვალებს, ცხვირსა და პირს დაუბანელი ხელით; 🔹ხველისა და ცემინებისას აიფარეთ პირსა და ცხვირზე ერთჯერადი ცხვირსახოცი ან მოხრილი იდაყვი; 🔹დაიცავით სოციალური დისტანცია და მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები გარეშე პირებთან; 🔹თუ აუცილებლობას არ წარმოადგენს ექიმთან ვიზიტი, ისარგებლეთ ონლაინ აუდიო ან ვიდეო კონსულტაციებით. 🔹მცირედი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაშიც კი, მიაკითხეთ სპეციალიზებულ სამედიცინო დაწესებულებას, ხოლო თანმხლები პირების რაოდენობა შეამცირეთ ერთ პერსონამდე. 🔹გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა, რომ დაისვენოთ, ჯანსაღად იკვებოთ და იყოთ მშვიდ გარემოში. თქვენი ბავშვი იქნება საუკეთესოდ დაცული, თუ გაუფრთხილდებით თქვენს ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობას.“
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)