Baby Bag

,,ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს, ამას საწინააღმდეგო ეფექტი აქვს''

,,ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს, ამას საწინააღმდეგო ეფექტი აქვს''
ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი ვაქცინაციის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. თუმცა ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს:

,,გასაგებია, რომ ვაქცინაცია უალტერნატივოა და კოვიდით გამოწვეული გართლებების და სიკვდილისგან ხსნაა. ამაზე არ ვდავობთ.

უბრალოდ, ვაქცინაციისკენ მოწოდებები აგრესიულ რიტორიკას არ უნდა შეიცავდეს. ამას საწინააღმდეგო ეფექტი აქვს. მაგალითად, სულ უფრო ხშირად მესმის მოსაზრებები იმის შესახებ, რომ აუცრელი ადამიანის მკურნალობა არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს ხარჯზე. ამის მთქმელს მინდა ვკითხო, თქვენი გადასახადებით შექმნილი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვუმკურნალოთ თუ არა, მაგალითად,

- დაუცველი შემთხვევითი კონტაქტების გამო აივ ინფიცირებულს? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.

- ნარკოტიკის მომხმარებელს C ჰეპატიტზე? დაავადება მის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.

- წითელას მქონე აუცრელ ბავშვს? დაავადება მშობლის ქცევასთან არის დაკავშირებული და ინფექცია გადამდებია.

- მწეველს ფილტვის კიბოს შემთხვევაში? თამბაქო რომ არ მოეწია, გადასახადების გადამხდელებს მისი მკურნალობის ხარჯი არ დააწვებოდა.

- ჭარბი წონის მქონეს, ალკოჰოლის ჭარბად მომხმარებელს (და ასეთია საქართველოს მოსახლეობის დიდი მაწილი), რომელსაც გულის დაავადებები ან ინსულტი დაემართება?

- ალკოჰოლის ფონზე ავარიის დროს დაშავებული შევუშვათ საავადმყოფოში? ნუ დალევდა და არ დაილეწებოდა.

- საერთოდაც, დაავადებების დიდი ნაწილი სწორედ ჩვენს ქცევასთან არის ასოცირებული და როდის აქეთ დავიწყეთ პაციენტების გარჩევა იმის მიხედვით, ვინ რა დაიმსახურა და ვისზე გავიმეტოთ ჩვენი გადასახადების ფული?

- კოვიდი მთლად ნუ შეგვშლის და ეთიკაზე უარს ნუ გვათქმევინებს.

- ნამდვილი ომია სოციალურ ქსელებში და ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამით ვაქცინაციის მოცვა იზრდება. სხვა, უფრო ჰუმანური მეთოდებიც არსებობს ადამიანების დარწმუნების, ვიდრე ლანძღვა და შეურაცხყოფაა. მაშინ ვაქცინაციისკენ მომწოდებლები რითი განსხვავდებიან იმ ანტივაქსერებისგან, ვისაც წყევლა-კრულვა აქვს ატეხილი?

- მართლა გჯერათ, რომ ცეცხლი და მახვილი უფრო ეფექტურია ადამიანების დარწმუნებისთვის, ვიდრე ახსნა-განმარტება? მე არ მჯერა, პირიქით, მგონია, რომ სრულიად უკურეაქციას იწვევს,'' - აღნიშნავს მაია ბუწაშვილი. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ყველაფერი ჯა​ნმრთელობაზე

რა შემთხვევაში დაიწყება 15 სექტემბერს სწავლა? - ამირან გამყრელიძის პასუხი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, 15 სექტემბერს სწავლის განახლების რეკომენდაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გასცემს იმ შემთხვევაში, თუ კორონა...
ის ჯგუფები, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სახელმწიფოს მიერ იტესტებიან, თუ არ აიცრებიან,...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სექტემბრიდან განიხილება საკითხი სხვადასხვა საჯარო და დიდ დაწესებულებებში ან ვაქცინირებული, ან წინასწარ ტესტირე...

შეიძლება დაინტერესდეთ

„კვირაში 3 დღით სწავლის აღდგენაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის“

„კვირაში 3 დღით სწავლის აღდგენაზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის“
„ეპიდსიტუაცია თუ გართულდა, ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით ისევ ონლაინ სწავლის რეჟიმში,“ - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. 
როგორც მან აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრო განათლების სამინისტროსთან ერთად ღონისძიებების დახვეწაზე მუშაობს:
„ეპიდსიტუაცია თუ გართულდა ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით ისევ ონლაინსწავლის რეჟიმში, რისი პრაქტიკაც საქართველოს უკვე აქვს. განათლების სამინისტროსთან ერთად დამატებით ვმუშაობთ, რომ უფრო მეტად დავხვეწოთ ეს ღონისძიებები. იმ შემთხვევაში, თუ ეპიდსიტუაცია იქნა შენარჩუნებული ისეთი, როგორც დღეს არის, აღვადგენთ სასწავლო პროცესს. რაც შეეხება კვირაში 3 დღით სწავლის აღდგენას, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ჩვენ ჯერჯერობით დაველოდებით სექტემბერში აქტიურ ეპიდსიტუაციას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

წაიკითხეთ სრულად