ექიმი გიორგი ღოღობერიძე და მისი ოჯახი ფაიზერის ვაქცინით აიცრა. აღნიშნულის შესახებ თავად ექიმი სოციალურ ქსელში წერს. MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,აიცერი თუ არაო?
მე პირადად და ჩემი ოჯახიც ფაიზერით ავიცერით… ყველა ჩვენგანმა თავად გადაწყვიტა, როგორ მოქცეულიყო.
ისიც კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ვაქცინა არ არის 100%-იანი გარანტია, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, რომ კოვიდის გამო მამა ან და დავკარგო, ან მათ დამკარგონ მე… ნიღაბიც გვიკეთია და დისტანციასაც ვიცავთ… რას ვიზამთ, რაც დედა აღარ გვყავს, მას მერე ერთმანეთის ფასი ვისწავლეთ…
ჩვენ გარშემო ისეთი ხალხიცაა, ვისაც არაფრით უნდა აცრა და არც მათ ვესხმით თავს.
ყველამ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობას: ვაქცინით თუ ვაქცინის გარეშე, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით,'' - აღნიშნავს გიორგი ღოღობერიძე.
როგორ ხდება კორონავირუსის მსუბუქი ფორმების მკურნალობა ბავშვებში სახლის პირობებში
როგორ ხდება კორონავირუსის მსუბუქი ფორმების მკურნალობა ბავშვებში სახლის პირობებში - თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე საუბრობს.
როგორც გიორგი ღოღობერიძე აღნიშნავს, ბავშვებში კორონავირუსის სამი ყველაზე დამახასიათებელი ნიშანია:
1. სიცხე
2.ხველა
3. დაღლილობის განცდა
გარდა ამ სამი ნიშნისა, კორონავირუსისთვის ბავშვებში დამახასიათებელია თავის, ყელის და კუნთების ტკივილი. დელტა ვარიანტისთვის დამახასიათებლად იქცა ასევე სურდო.
,,უნდა გვახსოვდეს, რომ კოვიდი მხოლოდ ფილტვების ინფექცია არ არის და ამიტომ ბავშვებში ამ დროს შეიძლება აღინიშნებოდეს
1. გულისრევა
2. ღებინება
3. ფაღარათი.''
გიორგი ღოღობერიძე მშობლებს ასწავლის, თუ როგორ უნდა უმკურნალონ ბავშვებს სახლის პირობებში.