იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხობს, რომელსაც MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:
,,ბოლო რამდენიმე დღეა ჩემს სოციალური ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებული დიდი რაოდენობით კიხვები შემოდის. მათი ძირითადი ნაწილი ინდივიდუალური ადამიანების ისტორიებია, სადაც მოთხრობილია დაბადებიდან დღემდე ალერგოლოგიური თუ სხვა თანმხლები დაავადებების დეტალური აღწერა. სამწუხაროდ თითოეული ადამიანისთვის პასუხის გაცემა ჩემს ძალებს აღემატება, რისთვისაც ყველას დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო.
ძირითადი კითხვების შინაარსი ერთია, შეიძლება თუ არა სხვადასხვა დაავადების დროს ვაქცინაციის ჩატარება. მე შევეცდები აქვე გავცე ამ კითხვებს პასუხი.
1. აცრა კატეგორიულად არ შეიძლება ნებისმიერი მწვავე დაავადების ან ქრონიკული დაავადების გამწვავების დროს!!!
2. აცრა კატეგორიულად არ შეიძლება თუ ვაქცინის პირველ დოზაზე განვითარდა ანაფილაქსია ან ვაქცინაში შემავალ კომპონენტებზე (პოლიეთილენგლიკოლი-ფაიზერი, პოლისორბატი - ასტაზენეკა, ალუმინის ჰიდროქსიდი - სინოფარმი და სინოვაკი) უკვე თქვენთვის ცნობილია რომ გაქვთ ალერგია. სხვა ყველა ალერგიული დაავადება (თუ ის გამწავებული არაა) კოვიდ-19 ვაქცინაციის წინაღობას არ წამოადგენს!
3. ორსულობა და ლაქტაცია: დაშვებულია ფაიზერი, ამ ეტაპზე უკუნაჩვენებია სინოფარმი/სინოვაკი!
4. თუ დაგეგმილი ვაქცინის წინ შემთხვევით აღმოჩნდით კოვიდინფიცირებულის პირდაპირი კონტაქტი, მაშინ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას იძლევა ვაქცინა გადავადდეს თვითიზოლაციის დასრულებამდე.
5. ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, ანტიალერგიული და ა.შ, მედიკამენტების შეჩერება აცილებელი არაა აცრის წინ!
6. ყველა ქრონიკული დაავადება, როგორიცაა დიაბეტი, გადატანილი ინსულტი, ინფარქტი, სიმსივნე, ასთმა, თირკმლის პათოლოგიები, ფსორიაზი, ვენური დაავადება და ასე შემდეგ, არ წარმოადგენს აცრის უკუჩვენებას, პირიქით ასეთი ადამიანების აცრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!
7. აცრის წინ და მის შემდეგ არანაირი ანალიზის (სისხლის საერთო, კოაგულოგრამა, ანტისხეულებზე ტესტი...) გაკეთება არ გჭირდებათ!
8. არასოდეს აცრა არ გამიკეთებია და როგორ მოვიქცე? ეს არაა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის უკუჩვენება და ზემდეტი ემოციის გარეშე აიცერით.
9. ცოფის, ტეტანუსის და სხვა ვაქცინების გამოყენების შემდეგ კოვიდის საწინააღმდეგო აცრა შეიძლება გაკეთდეს 14 დღეში!
გისურვებთ ჯანმრთელობა და სიმშვიდეს, რომლის მოპოვების გზა ეხლა ვაქცინაციაზე გადის!'' - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი.
,,შეიძლება, ამან ახალ წელს ისევ მოგვცეს შემდგომი პიკი და კვლავ დამძიმდეს საავადმყოფოებში მდგომარეობა''
მიუხედავად სტაბილიზაციისა და კლების ტენდენციისა ამ შეზღუდვების ფონზე, დამშვიდების არავითარი საფუძველი არ არის. ამიტომ ყველას გთხოვთ, ეს შობა-ახალი წელი გადავიტანოთ განსხვავებულად - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არის სტაბილიზაცია, მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი ორ-სამ დღეში წყალში ჩავყაროთ, თუ 24-ის შემდეგ შემსუბუქდება შეზღუდვები და იგივე მოხდება, რაც შავ პარასკევს იყო:
„მიუხედავად სტაბილიზაციისა და კლების ტენდენციისა ამ შეზღუდვების ფონზე, დამშვიდების არავითარი საფუძველი არ არის. ამიტომ ყველას გთხოვთ, ეს შობა-ახალი წელი გადავიტანოთ განსხვავებულად, არ გვინდა დიდი თავშეყრები, არ გვინდა დიდი დღესასწაულები, არ გვინდა ხალხმრავალი წვეულებები და ა.შ. წელს ბევრად მოკრძალებული ვიყოთ, რადგან საქმე გვაქვს სერიოზულ გამოწვევასთან. არის სტაბილიზაცია, მაგრამ შეიძლება ეს ყველაფერი ორ-სამ დღეში წყალში ჩავყაროთ, თუ 24-ის შემდეგ შემსუბუქდება შეზღუდვები და იგივე მოხდება, რაც შავ პარასკევს იყო. შეიძლება, ამან ახალ წელს ისევ მოგვცეს შემდგომი პიკი და კვლავ დამძიმდეს საავადმყოფოებში მდგომარეობა. ამიტომ უმორჩილესი თხოვნაა საზოგადოებისადმი, რომ წლევანდელი შობა-ახალი წელი გავატაროთ ბევრად მოკრძალებულად. დამერწმუნეთ, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი შემდგომში ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და ნორმალური ცხოვრების დაბრუნებისთვის“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.