Baby Bag

,,შეიძლება თუ არა სხვადასხვა დაავადების დროს ვაქცინაციის ჩატარება... მე შევეცდები აქვე გავცე ამ კითხვებს პასუხი''

,,შეიძლება თუ არა სხვადასხვა დაავადების დროს ვაქცინაციის ჩატარება... მე შევეცდები აქვე გავცე ამ კითხვებს პასუხი''

იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციასთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს პასუხობს, რომელსაც ​MomsEdu.ge  უცვლელად გთავაზობთ:

,,ბოლო რამდენიმე დღეა ჩემს სოციალური ქსელში ვაქცინაციასთან დაკავშირებული დიდი რაოდენობით კიხვები შემოდის. მათი ძირითადი ნაწილი ინდივიდუალური ადამიანების ისტორიებია, სადაც მოთხრობილია დაბადებიდან დღემდე ალერგოლოგიური თუ სხვა თანმხლები დაავადებების დეტალური აღწერა. სამწუხაროდ თითოეული ადამიანისთვის პასუხის გაცემა ჩემს ძალებს აღემატება, რისთვისაც ყველას დიდი ბოდიში მინდა მოვუხადო.

ძირითადი კითხვების შინაარსი ერთია, შეიძლება თუ არა სხვადასხვა დაავადების დროს ვაქცინაციის ჩატარება. მე შევეცდები აქვე გავცე ამ კითხვებს პასუხი.

1. აცრა კატეგორიულად არ შეიძლება ნებისმიერი მწვავე დაავადების ან ქრონიკული დაავადების გამწვავების დროს!!!

2. აცრა კატეგორიულად არ შეიძლება თუ ვაქცინის პირველ დოზაზე განვითარდა ანაფილაქსია ან ვაქცინაში შემავალ კომპონენტებზე (პოლიეთილენგლიკოლი-ფაიზერი, პოლისორბატი - ასტაზენეკა, ალუმინის ჰიდროქსიდი - სინოფარმი და სინოვაკი) უკვე თქვენთვის ცნობილია რომ გაქვთ ალერგია. სხვა ყველა ალერგიული დაავადება (თუ ის გამწავებული არაა) კოვიდ-19 ვაქცინაციის წინაღობას არ წამოადგენს!

3. ორსულობა და ლაქტაცია: დაშვებულია ფაიზერი, ამ ეტაპზე უკუნაჩვენებია სინოფარმი/სინოვაკი!

4. თუ დაგეგმილი ვაქცინის წინ შემთხვევით აღმოჩნდით კოვიდინფიცირებულის პირდაპირი კონტაქტი, მაშინ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი რეკომენდაციას იძლევა ვაქცინა გადავადდეს თვითიზოლაციის დასრულებამდე.

5. ნევროლოგიური, კარდიოლოგიური, ანტიალერგიული და ა.შ, მედიკამენტების შეჩერება აცილებელი არაა აცრის წინ!

6. ყველა ქრონიკული დაავადება, როგორიცაა დიაბეტი, გადატანილი ინსულტი, ინფარქტი, სიმსივნე, ასთმა, თირკმლის პათოლოგიები, ფსორიაზი, ვენური დაავადება და ასე შემდეგ, არ წარმოადგენს აცრის უკუჩვენებას, პირიქით ასეთი ადამიანების აცრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!

7. აცრის წინ და მის შემდეგ არანაირი ანალიზის (სისხლის საერთო, კოაგულოგრამა, ანტისხეულებზე ტესტი...) გაკეთება არ გჭირდებათ!

8. არასოდეს აცრა არ გამიკეთებია და როგორ მოვიქცე? ეს არაა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის უკუჩვენება და ზემდეტი ემოციის გარეშე აიცერით.

9. ცოფის, ტეტანუსის და სხვა ვაქცინების გამოყენების შემდეგ კოვიდის საწინააღმდეგო აცრა შეიძლება გაკეთდეს 14 დღეში!

გისურვებთ ჯანმრთელობა და სიმშვიდეს, რომლის მოპოვების გზა ეხლა ვაქცინაციაზე გადის!'' - აღნიშნავს ბიძინა კულუმბეგოვი. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯან​მრთელობა

2021 წლის თებერვლამდე ვინც კოვიდი გადაიტანა, მათ განსაკუთრებით ვთხოვ, დაიჭირონ თადარიგი ვა...
იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მოსახლეობას აცრის გაკეთებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მისი თქმით, 2021 წლის თებერვლამდე ვინც კოვიდი გადაიტანა, მათ განსაკუთრებით უნდა დაიჭირონ თადარიგი ვაქცინაციაზე: ,,კ...
,,ლაბორატორიაში შექმნილ ვირუსს დიდი ალბათობით განსხვავებული ქცევის ლოგიკა აქვს ბუნებრივთან...
ამერიკაში მომუშავე ქართველი ექიმი ზურაბ გურული სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ექიმი აღიშნავს, ლაბორატორიაში შექმნილ ვირუსს დიდი ალბათობით განსხვავებული ქცევის ლოგიკა აქვს ბუნებრივთან შედ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„იაპონიაში დღეს დაფიქსირდა კოვიდ-19-ით “0” სიკვდილიანობა. დიახ, ვირუსის მართვა და დამარცხება შესაძლებელია,“ - გიორგი ფხაკაძე

„იაპონიაში დღეს დაფიქსირდა კოვიდ-19-ით “0” სიკვდილიანობა. დიახ, ვირუსის მართვა და დამარცხება შესაძლებელია,“ - გიორგი ფხაკაძე

პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც კოვიდ-19-ის წარმატებული მართვის იაპონურ მაგალითზე ისაუბრა. მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„იაპონიაში დღეს დაფიქსირდა კოვიდ-19-ით “0” სიკვდილიანობა. დიახ, არ გეშლებით, არავინ გარდაიცვალა. 126 მილიონიან ქვეყანაში არავინ გარდაცვლილა კოვიდისგან დღეს!

როგორ?მარტივად … მოსახლეობის 76% არის სრულად აცრილი (ფაიზერი/მოდერნა და თავიდან ასტრაზენეკაც ჰქონდათ), ასევე პირბადის ტარება არის სავალდებულო ყველგან და სოციალური დისტანცია არის ნორმა.

​ყველა მითს, ზღაპარს, ანტივაქსერულ-რუსი ოკუპანტების ნარატივს იქნებ თავი დავანებოთ!

ვულოცავ იაპონიას და იაპონელ ხალხს. ეს ვერაგი ვირუსი დამარცხების გზაზეა იქ, სადაც არის საღი გონება, პრაგმატიზმი, სამშობლოს სიყვარული!დიახ, ვირუსის მართვა და დამარცხება შესაძლებელია!“ - აღნიშნა გიორგი ფხაკაძემ.

წაიკითხეთ სრულად