Baby Bag

,,ვინც რა უნდა თქვას, ეს ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა''

,,ვინც რა უნდა თქვას, ეს ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ კორონავირუსი უკვე დამარცხების გზაზეა. ​MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:

,,ციფრები ჯიუტია. ნახეთ ისრაელი და დიდი ბრიტანეთი ... ორივე ქვეყანაში კორონა ვირუსის "დელტა" ვარიანტი უკვე დომინანტია და რას ვხედავთ?! - სიკვდილიანობა ორივე ქვეყანაში საკმაოდ დაბალია. რატომ?! - მაღალეფექტური ვაქცინების შედეგად...

ვინც რა უნდა თქვას, ეს ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა. მაგრამ, ვინ დაამარცხებს პირველი, ეს არის მთავარი და გვახსოვდეს, ვინც დაამარცხებს, ის მიიღებს ეკონომიკურ ,,ბონუსებს” ... საქართველოში ჩვენ ჩვენს თავს თუ არ მივხედავთ (ჯერჯერობით, რა ვიცი), ევროპელი და ამერიკელი მეგობრები სექტემბრიდან/ოქტომბრიდან მოგვხედავენ.

ყველაფერი კარგად იქნება.

ჯანმრთელობას გისურვებთ,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 

არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის შექმნა ახალი სივრცე. გაწევრიანდით ჯგუფში ჯანმ​რთელობა

„იქ, სადაც დელტა ვირუსი „მძვინვარებს“ არის 5-ჯერ ნაკლები ინფიცირებულიც და გარდაცვლილიც“
გერმანიაში მომუშავე ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში საინტერესო სტატიას აქვეყნებს. გთავაზობთ მის პოსტს:„ავსტრიაში გასტრონომია, სასტუმრო, კლუბები, დასასვენებელი ობიექტები ყველაფერი გახსნ...
,,ასტრაზენეკას" და ,,ფაიზერის" ვაქცინების ,,შერევა” იძლევა საკმაოდ კარგ შედეგს
პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ,,ასტრაზენეკას" და ,,ფაიზერის" ვაქცინების ,,შერევა” იძლევა საკმაოდ კარგ შედეგს. აღნიშნულ დასკვნას გიორგი ფხაკაძე გამ...

შეიძლება დაინტერესდეთ

ამ ეტაპზე ქვეყნის ფართომასშტაბიანი ჩაკეტვა არ იგეგმება

ამ ეტაპზე ქვეყნის ფართომასშტაბიანი ჩაკეტვა არ იგეგმება

„ამ ეტაპზე ​ნამდვილად არ იგეგმება ფართო ლოკდაუნი“, - ასე უპასუხა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტის კითხვას, - იგეგმება თუ არა სააღდგომოდ ქვეყნის ჩაკეტვა?

მინისტრის მოადგილის თქმით,  ყველაფერი კეთდება, რომ ადგილობრივი მატების ლოკალიზება მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს. ამასთან თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური სურათი ნამდვილად საყურადღებოა:

„ნამდვილად საყურადღებოა ეპიდემიოლოგიური სურათი. შემთხვევების მატება აღინიშნება კონკრეტულ რეგიონებსა და კონკრეტულ დასახლებულ უბნებში. დღეს ჩვენთვის მთავარი არის ადგილზე ეპიდემიის გავრცელების ლოკალიზაცია. ამისი მექანიზმი არის ინტენსიური ტესტირება, ასევე ნიღბებისა და ყველა იმ წესების გამოყენება, რაც ვიცით, რომ უნდა დავიცვათ. ამ ეტაპზე, ჩვენ ვცდილობთ ლოკალიზაცია მოხდეს ამ გზებით. შემდეგ როგორც განვითარდება სიტუაცია, ამის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ესკალაციის შესაძლებლობა ეპიდემიას რომ მივცეთ, არის სრულიად დაუშვებელი.

ამ ეტაპზე ნამდვილად არ იგეგმება ფართო ლოკდაუნი, უფრო მეტიც,  ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ  მაქსიმალურად სწარაფად მოხდეს ადგილობრივი მატების ლოკალიზება, რადგან ყველას გვესმის, რომ ფართომასშტაბიან შეზღუდვებს ქვეყანა სოციალური და ბიზნესაქტივობების მიზნებისთვის უკვე ძალიან რთულად გადაიტანს. მნიშვნელოვანია, მცირე ანუ ადგილობრივი წერტილოვანი რეაგირება ძალიან სწრაფად, ეს არის ის, რაც ამ პროცესში კეთდება“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

წაიკითხეთ სრულად