პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ კორონავირუსი უკვე დამარცხების გზაზეა. MomsEdu.ge მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით გთავაზობთ:
,,ციფრები ჯიუტია. ნახეთ ისრაელი და დიდი ბრიტანეთი ... ორივე ქვეყანაში კორონა ვირუსის "დელტა" ვარიანტი უკვე დომინანტია და რას ვხედავთ?! - სიკვდილიანობა ორივე ქვეყანაში საკმაოდ დაბალია. რატომ?! - მაღალეფექტური ვაქცინების შედეგად...
ვინც რა უნდა თქვას, ეს ვირუსი უკვე დამარცხების გზაზეა. მაგრამ, ვინ დაამარცხებს პირველი, ეს არის მთავარი და გვახსოვდეს, ვინც დაამარცხებს, ის მიიღებს ეკონომიკურ ,,ბონუსებს” ... საქართველოში ჩვენ ჩვენს თავს თუ არ მივხედავთ (ჯერჯერობით, რა ვიცი), ევროპელი და ამერიკელი მეგობრები სექტემბრიდან/ოქტომბრიდან მოგვხედავენ.
ყველაფერი კარგად იქნება.
ჯანმრთელობას გისურვებთ,'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.
„თავი არ უნდა მოვიტყუოთ, დღეს ჩვენი სისტემა არ არის მზად, სრულფასოვანი განათლება დისტანციურად მისცეს ბავშვებს“ - პრემიერ-მინისტრი
„ფაქტია, რომ დღეს ჩვენი სისტემა არ არის მზად, სრულფასოვანი განათლება დისტანციურად მისცეს ჩვენს ბავშვებს და თავი არ უნდა მოვიტყუოთ,“ - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „რუსთავი 2-თან“ საუბრისას განაცხადა.
„შეიძლება, ცალკეული სკოლები უფრო მომზადებულები არიან, ვიდრე სხვები, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ძალიან ბევრი ბავშვი გვყავს რეგიონებში, სადაც ელემენტარულად ინტერნეტზე წვდომის პრობლემაა. ამიტომ აქაც ადეკვატურად უნდა შევაფასოთ, სად ვართ და რისი შესაძლებლობები გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ბევრ რამეს ვაკეთებთ, ონლაინგაკვეთილები სხვა სფეროა, ამისთვის სხვანაირად უნდა იყოს სისტემა მზად, არ არის მარტივი... ეს დიდი გამოწვევაა და მე ეჭვი მეპარება, რომ არსებობენ ქვეყნები, რომლებიც ამას ერთ ან ორ თვეში უპასუხებენ შესაბამის დონეზე,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)