Baby Bag

ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება. ამჯერად ზუგდიდის ევექსის რეფერალურ ჰოსპიტალში ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები აიცრნენ.

,,მნიშვნელოვანია, რომ 13 მაისს, როდესაც მოსწავლეები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში დაუბრუნდებიან, მათ უსაფრთხო გარემო დახვდეთ. ამისათვის, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ტესტირებასთან ერთად, თბილისსა და რეგიონებში მათი ვაქცინაციის პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს.

მასწავლებლების იმუნიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მათ დღის განმავლობაში უამრავ მოზარდთან და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებთან აქვთ შეხება. საჯარო ვაქცინაციით ისინი კოლეგებს მოუწოდებენ, გამოიჩინონ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და იმუნიზაციის გზით ხელი შეუწყონ მიმდინარე სემესტრის ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახში დასრულებას,'' - აღნიშნავენ განათლების სამინისტროში. 

მასწავლებელთა და სკოლის პერსონალთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მსურველები ინდივიდუალურად რეგისტრირდებიან ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე, საჭიროების შემთხვევაში კი მათ დახმარებას სკოლის ადმინისტრაცია უწევს.

შეიძლება დაინტერესდეთ

როგორ მოხდება მასწავლებელთა ფულადი ჯილდოს დაანგარიშება და მისი მოთხოვნის უფლება მხოლოდ 2019 წლის ჩათვლით იქნება თუ არა შესაძლებელი

როგორ მოხდება მასწავლებელთა ფულადი ჯილდოს დაანგარიშება და მისი მოთხოვნის უფლება მხოლოდ 2019 წლის ჩათვლით იქნება თუ არა შესაძლებელი

როგორ მოხდება მასწავლებელთა ფულადი ჯილდოს დაანგარიშება და მისი მოთხოვნის უფლება მხოლოდ 2019 წლის ჩათვლით იქნება თუ არა შესაძლებელი?

აღნიშნულ კითხვას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში უპასუხეს. 

მათი განმარტებით, ფულადი ჯილდო დაანგარიშდება შემდეგი პრონციპით: იმ პერიოდისათვის მასწავლებლის „ხელზე ასაღები“ ხელფასი გამრავლდება 24 თვეზე. რაც შეეხება ფულადი ჯილდოს მოთხოვნის უფლებას, ეს შეთავაზება 2019 წელს ეხება. შემოდგომაზე, განმეორებითად კომპეტენციის დაუდასტურებლობის შემთხვევაშიც შეძლებს საპენსიო ასაკის მასწავლებელი ჯილდოს მოთხოვნას.


წაიკითხეთ სრულად