Baby Bag

ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება. ამჯერად ზუგდიდის ევექსის რეფერალურ ჰოსპიტალში ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები აიცრნენ.

,,მნიშვნელოვანია, რომ 13 მაისს, როდესაც მოსწავლეები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში დაუბრუნდებიან, მათ უსაფრთხო გარემო დახვდეთ. ამისათვის, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ტესტირებასთან ერთად, თბილისსა და რეგიონებში მათი ვაქცინაციის პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს.

მასწავლებლების იმუნიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მათ დღის განმავლობაში უამრავ მოზარდთან და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებთან აქვთ შეხება. საჯარო ვაქცინაციით ისინი კოლეგებს მოუწოდებენ, გამოიჩინონ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და იმუნიზაციის გზით ხელი შეუწყონ მიმდინარე სემესტრის ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახში დასრულებას,'' - აღნიშნავენ განათლების სამინისტროში. 

მასწავლებელთა და სკოლის პერსონალთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მსურველები ინდივიდუალურად რეგისტრირდებიან ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე, საჭიროების შემთხვევაში კი მათ დახმარებას სკოლის ადმინისტრაცია უწევს.

შეიძლება დაინტერესდეთ

მასწავლებლის სახლი „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, კანდიდატთა შერჩევას იწყებს

მასწავლებლის სახლი „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, კანდიდატთა შერჩევას იწყებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ქვეპროგრამის - „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი გეგმავს შემდეგი პოზიციებისთვის კანდიდატთა შერჩევას:

დაინტერსებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოაღნიშნული პოზიციებისთვის განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, შეუძლიათ გაგზავნონ CV ელ-ფოსტაზე: hr@tpdc.ge არა უგვიანეს 2019 წლის 17 ივნისის ჩათვლით.

ვაკანსიებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე - ​კანდიდატთა შერჩევა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში.

წაიკითხეთ სრულად