Baby Bag

ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება. ამჯერად ზუგდიდის ევექსის რეფერალურ ჰოსპიტალში ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები აიცრნენ.

,,მნიშვნელოვანია, რომ 13 მაისს, როდესაც მოსწავლეები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში დაუბრუნდებიან, მათ უსაფრთხო გარემო დახვდეთ. ამისათვის, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ტესტირებასთან ერთად, თბილისსა და რეგიონებში მათი ვაქცინაციის პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს.

მასწავლებლების იმუნიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მათ დღის განმავლობაში უამრავ მოზარდთან და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებთან აქვთ შეხება. საჯარო ვაქცინაციით ისინი კოლეგებს მოუწოდებენ, გამოიჩინონ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და იმუნიზაციის გზით ხელი შეუწყონ მიმდინარე სემესტრის ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახში დასრულებას,'' - აღნიშნავენ განათლების სამინისტროში. 

მასწავლებელთა და სკოლის პერსონალთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მსურველები ინდივიდუალურად რეგისტრირდებიან ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე, საჭიროების შემთხვევაში კი მათ დახმარებას სკოლის ადმინისტრაცია უწევს.

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი ორი­ვე გა­მოც­და­ში 10-10 კრე­დიტ­ქუ­ლას მი­ი­ღებს...

თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი ორი­ვე გა­მოც­და­ში 10-10 კრე­დიტ­ქუ­ლას მი­ი­ღებს...

„თუ მას­წავ­ლე­ბე­ლი ორი­ვე გა­მოც­და­ში 10-10 კრე­დიტ­ქუ­ლას მი­ი­ღებს, ის ავ­ტო­მა­ტუ­რად მო­ი­პო­ვებს უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუსს და სხვა და­მა­ტე­ბი­თი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არ დასჭირ­დე­ბა. ასე­ვე, უც­ვ­ლე­ლია პი­რო­ბა მოქ­მე­დი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც საგ­ნობ­რივ გა­მოც­დას წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ბა­რე­ბენ და 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მას გა­ივ­ლი­ან, ისი­ნიც, ავ­ტო­მა­ტუ­რად, უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლე­ბი ხდე­ბი­ან.

მთა­ვა­რი პრინ­ცი­პი უც­ვ­ლე­ლი რჩე­ბა — თუ მას­წავ­ლე­ბელს და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი აქვს კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბი, ანუ გა­მოც­დე­ბი ჩა­ბა­რე­ბუ­ლი, მას ხელ­მე­ო­რედ აღარ მო­უ­წევს გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა,“- აღნიშნულის შესახებ მასწავლებლის სახლის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანმა ​„ახალ განათლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა. 

წაიკითხეთ სრულად