Baby Bag

ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ

მასწავლებელთა და სკოლის პერსონალის ნებაყოფლობითი იმუნიზაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქტიურად გრძელდება. ამჯერად ზუგდიდის ევექსის რეფერალურ ჰოსპიტალში ზუგდიდისა და ჩხოროწყუს პედაგოგები აიცრნენ.

,,მნიშვნელოვანია, რომ 13 მაისს, როდესაც მოსწავლეები სასწავლო პროცესს საკლასო ოთახებში დაუბრუნდებიან, მათ უსაფრთხო გარემო დახვდეთ. ამისათვის, მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის ტესტირებასთან ერთად, თბილისსა და რეგიონებში მათი ვაქცინაციის პროცესიც აქტიურად მიმდინარეობს.

მასწავლებლების იმუნიზაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მათ დღის განმავლობაში უამრავ მოზარდთან და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებთან აქვთ შეხება. საჯარო ვაქცინაციით ისინი კოლეგებს მოუწოდებენ, გამოიჩინონ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და იმუნიზაციის გზით ხელი შეუწყონ მიმდინარე სემესტრის ბუნებრივ გარემოში – საკლასო ოთახში დასრულებას,'' - აღნიშნავენ განათლების სამინისტროში. 

მასწავლებელთა და სკოლის პერსონალთა ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. მსურველები ინდივიდუალურად რეგისტრირდებიან ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე, საჭიროების შემთხვევაში კი მათ დახმარებას სკოლის ადმინისტრაცია უწევს.

შეიძლება დაინტერესდეთ

„ჯერჯერობით კორონავირუსის არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული მოზარდებსა და ბავშვებში“ - ამირან გამყრელიძე

„ჯერჯერობით კორონავირუსის არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული მოზარდებსა და ბავშვებში“ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მსოფლიოში არსებული კორონავირუსის ვაქცინებიდან ჯერჯერობით მოზარდებსა და ბავშვებში არცერთი არაა დაშვებული.

„ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ხმარებაშია, 18 წლიდანაა რეკომენდირებული. მაგრამ ახლა კლინიკური კვლევები მიმდინარეობს უკვე 12 წლიდან ზოგიერთი ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით არცერთი ვაქცინა არ არის დაშვებული მოზარდებსა და ბავშვებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

წაიკითხეთ სრულად