Baby Bag

ჩინური ვაქცინით შესაძლებელია, მასწავლებლები და ბაღის აღმზრდელები აიცრან

ჩინური ვაქცინით შესაძლებელია, მასწავლებლები და ბაღის აღმზრდელები აიცრან

ჩინური ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლოა, ჩაუტარდეთ მასწავლებლებსა და ბაღის აღმზრდელებს. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ორშაბათს იქნება იმუნიზაციის საბჭო, რომელიც განიხილავს ჩინური ვაქცინის - „სინოფარმის“ დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხს. 18 წელზე ზემოთ დავიწყებთ მას, მაგრამ შესაძლებელია, გარკვეულ ჯგუფებში. მაგალითად, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიცია, იუსტიციის სახლებში, „ფრონტ-ოფისებში“ მყოფი ადამიანები და ა.შ დამუშავებული გვაქვს წინადადებები და ამას მოვახსენებთ საბჭოს და შემდეგ კი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ. 



შეიძლება დაინტერესდეთ

„ომიკრონის ერთ-ერთი თვისებაა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში მყეფავი ხასიათის ხველა,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

„ომიკრონის ერთ-ერთი თვისებაა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში მყეფავი ხასიათის ხველა,“- პედიატრი ივანე ჩხაიძე

პედიატრმა ივანე ჩხაიძემ ომიკრონის ახალი სიმპტომის შესახებ ისაუბრა, რომელიც ექვს წლამდე ასაკის ბავშვებში ვლინდება და კრუპისთვის დამახასიათებელი ნიშნების მსგავსია:

​სულ რამოდენიმე დღის წინ დაემატა კიდევ განსხვავებული მყეფავი ხველა, რაც კრუპის სინდრომისთვის არის დამახასიათებელი. ესეც ომიკრონის ერთ-ერთი თვისებაა 6 წლამდე ასაკის ბავშვებში: ხველა შეცვლილი ხმის ტემბრით და მყეფავი ხასიათის ხველა, რაც კრუპს ახასიათებს. როგორც ჩანს, ომიკრონს ასევე აქვს შესაძლებლობა გამოიწვიოს კრუპის მსგავსი სიმპტომატიკა.

„საერთო ჯამში ამ ნიშნების ხანგრძლივობა არ არის დიდი, არის სამი-ოთხი დღე,“- აღნიშნულ საკითხზე ივანე ჩხაიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში ისაუბრა.

წყარო: ​საქართველოს პირველი არხი

წაიკითხეთ სრულად