Baby Bag

ჩინური ვაქცინით შესაძლებელია, მასწავლებლები და ბაღის აღმზრდელები აიცრან

ჩინური ვაქცინით შესაძლებელია, მასწავლებლები და ბაღის აღმზრდელები აიცრან

ჩინური ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლოა, ჩაუტარდეთ მასწავლებლებსა და ბაღის აღმზრდელებს. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ორშაბათს იქნება იმუნიზაციის საბჭო, რომელიც განიხილავს ჩინური ვაქცინის - „სინოფარმის“ დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხს. 18 წელზე ზემოთ დავიწყებთ მას, მაგრამ შესაძლებელია, გარკვეულ ჯგუფებში. მაგალითად, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიცია, იუსტიციის სახლებში, „ფრონტ-ოფისებში“ მყოფი ადამიანები და ა.შ დამუშავებული გვაქვს წინადადებები და ამას მოვახსენებთ საბჭოს და შემდეგ კი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ. 



შეიძლება დაინტერესდეთ

ტრენინგი სპეციალური მასწავლებლებისთვის

ტრენინგი სპეციალური მასწავლებლებისთვის
პირველი მარტის 10:00 საათიდან 31 მარტის 18:00 საათამდე მიმდინარეობს რეგისტრაცია მასწავლებელთა საგნის გამოცდის, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად, აგრეთვე, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის.

,,იქიდან გამომდინარე, რომ სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პრიორიტეტს წარმოადგენს სისტემაში მომუშავე სპეციალური განათლებლის მასწავლებელთა მხარდაჭერა, მასწავლებლის სახლის ტრერენერები და კონსულტანტები მასწავლებლებს იმ საყურადღებო თემების მიმოხილვას შესთავაზებენ, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალური განათლების მასწავლებლის პროფესიული კომპეტენცია,'' - აღნიშნულის მასწავლებლის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

NAEC. GE ზე მასწავლებლებს შეუძლიათ იხილონ სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო ტექსტის აღწერა: https://naec.ge/#/ge/post/323

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სპეციალურ მასწავლებლებს შესთავაზებს სხვადასხვა ტიპის რესურს (ტრენინგი, ვებინარი) რომელიც დაეხმარებათ პროფესიულ განვითარებაში და კომპეტენციის დადასტურებაში.

სპეციალურ მასწავლებელთა საგამოცდოდ მოსამზადებელი ტრენინგისთვის გამოცხადდება რეგისტრაცია მასწავლებლის სახლის ვებ გვერძე. (ტრენინგის გავლის უფლება აქვთ იმ პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს, რომელნიც დარეგისტრირდებიან სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე).

ვებინარების სერია აგებულია რეალისტურ ხედვაზე და ემსახურება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში გავრცელებულ, ხშირად წამოჭრილ პრობლემებზე პასუხის გაცემას.

სპეციალისტები შესთავაზებენ სპეციალური განათლების მასწავლებლებს იმ სასწავლო ლიტერატურის და სამუშაო რესურსების მიმოხილვას, რომლებიც ამჟამად ხელმისაწვდომია საგანმანათლებლო რესურს სივრცეში.

გზამკვლევები მასწავლებლებისთვის ინკლუზიური განათლებაში

სწავლების უნივერსალური დიზაინი, დიფერენცირეული მიდგომები, განვითარების და სწავლის თეორიები

სასკოლო კულტურა და პოზიტიური კლიმატი

პოზიტიური ქცევის მხარდაჭერა სასკოლო , საკლასო და ინდივიდუალურ დონეზე

კლასის მართვა, მიდგომები და სტრატეგიები , სოციალური უნარებისა და კომპეტენციების სწავლება

● მოსწავლის შეფასება და ინდივიდუალური სასწავლო გეგმა

● მშობლის როლი ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში, თანამშრომლობა სასკოლო სივრცეში, ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი გუნდი სკოლაში.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ტრანზიცია


დამატებითი რესურსები

https://caritas.ge/media

წაიკითხეთ სრულად