Baby Bag

ჩინური ვაქცინით შესაძლებელია, მასწავლებლები და ბაღის აღმზრდელები აიცრან

ჩინური ვაქცინით შესაძლებელია, მასწავლებლები და ბაღის აღმზრდელები აიცრან

ჩინური ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლოა, ჩაუტარდეთ მასწავლებლებსა და ბაღის აღმზრდელებს. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ორშაბათს იქნება იმუნიზაციის საბჭო, რომელიც განიხილავს ჩინური ვაქცინის - „სინოფარმის“ დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხს. 18 წელზე ზემოთ დავიწყებთ მას, მაგრამ შესაძლებელია, გარკვეულ ჯგუფებში. მაგალითად, მასწავლებლები, ბაღის აღმზრდელები, პოლიცია, იუსტიციის სახლებში, „ფრონტ-ოფისებში“ მყოფი ადამიანები და ა.შ დამუშავებული გვაქვს წინადადებები და ამას მოვახსენებთ საბჭოს და შემდეგ კი საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას“, - დასძინა ამირან გამყრელიძემ. 



შეიძლება დაინტერესდეთ

„ფაქტია, რომ ამ ვირუსით ადამიანი შეიძლება რამდენჯერმე დაავადდეს“ - ხათუნა ზახაშვილი

„ფაქტია, რომ ამ ვირუსით ადამიანი შეიძლება რამდენჯერმე დაავადდეს“ - ხათუნა ზახაშვილი

„ფაქტია, რომ ამ ვირუსით ადამიანი შეიძლება რამდენჯერმე დაავადდეს“ - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, კორონავირუსით რეინფიცირების რაოდენობა მსოფლიოში მატულობს:

რეინფექციად განისაზღვრება ისეთი შემთხვევები, როდესაც ადამიანის ინფიცირება ხდება ორჯერ, თანმიმდევრულად ისე, რომ ერთი შემთხვევა სრულად გამოჯანმრთელდა და შემდეგ მეორედ დანფიცირდა. ასეთი შემთხვევების რაოდენობა მთელს მსოფლიოში მატულობს.

დღეისათვის საქართველოში რეინფექციაზე საეჭვო 140-მდე შემთხვევა გვაქვს რეგისტრირებული, მათ შორის, 16 შემთხვევაში კვლევა დასრულდა და 3 პირს ვირუსით რეინფიცირება დაუდასტურდა.

​როგორც ჩანს ამ ვირუსის მიმართ განწყობა, რომ ცოტა ან თითქმის არ ექნებოდა რეინფიცირების შემთხვევები, არ აღმოჩნდა ჭეშმარიტი. ბოლო კვლევების მიხედვით, მიჩნეულია, რომ სულ ცოტა უკვე გადატანილი შემთხვევების 0,68%-ის ხელმეორე ინფიცირება მოხდა და ასევე დღეისთვის ცნობილია, რომ რიგ ქვეყნებში, სადაც უფრო თანმიმდევრული და მიზანმიმართული კვლევები მიმდინარეობს, რეინფექციის შემთხვევების რიცხვი შეიძლება იყოს კიდევ უფრო მეტი. ფაქტია, რომ ამ ვირუსით ადამიანი შეიძლება რამდენჯერმე დაავადდეს და შესაბამისად, ყველას მოგიწოდებთ ყურადღებისკენ,“ - აღნიშნა ხათუნა ზახაშვილმა.

წაიკითხეთ სრულად