კორონავირუსის დროს წამლების თვითნებურად მიღებაზე სოციალურ ქსელში ექიმი ლელა ჯღამაძე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:
„ანტიბიოტიკები - არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ. თვითნებურად ანტიბიოტიკი მოქმედებს ბაქტერიებზე. ჩვენს ორგანიზმში ძალიან ბევრი „მეგობარი“ ბაქტერიაა და ანტიბიოტიკი ასუსტებს მათ. შესაბამისად, ასუსტებს ორგანიზმსაც! იწვევს დიარეას და შემდეგ გართულებებს. გაითვალისწინეთ, რომ კორონა ვირუსია და არა ბაქტერია.
ნუ მიიღებთ ასპირინს, კარდიომაგნილს და ქსარელტოს თვითნებურად. თქვენ ხომ არ იცით, მომატებული გაქვთ თუ არა დე-დიმერი ან ფიბრინოგენი და თუ არ გაქვთ და მაინც დალევთ, მიიღებთ სავალალო შედეგს.
გაუფრთხილდეთ ერთმანეთს... თავი შეიკავეთ რჩევებისგან, თუ არ ხართ ექიმი, ნუ გამოდიხართ ინიციატივით. მსგავსს უზნეო დარიგებას შეეწირა მერამდენე ადამიანი. მთელი ღამე სული ვერ ჩავუდგი, მე პირადად და სამ ხაზზე ვიბრძოდი ერთდროულად, დაინდეთ საკუთარი თავი და დაგვინდეთ ჩვენც.
დილის 11-დან საღამოს 7-საათამდე დამირეკეთ და დაგაკვალიანებთ - 568 332 036.
ლოცვა, რომელიც ხარების დღესასწაულზე უნდა წავიკითხოთ
დღეს, 7 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო ხარებას აღნიშნავს. ხარება ერთ-ერთი უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სახარების მიხედვით, ამ დღეს გალილეის ქალაქ ნაზარეთში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა, რომ მისგან იშვებოდა ძე ღვთისა და კაცობრიობის მაცხოვარი.
ეს ტროპარ-კონდაკი უნდა წავიკითხოთ ხარების დღესასწაულზე:
ტროპარი: დღეს ცხორებისა ჩუენისა თავი არს, და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოისა გამოცხადებაი, რამეთუ ძე ღმრთისა ძედ ქალწულის იწოდების, და გაბრიელ ახარებს მადლსა მას , რომელსა ჩუენცა ხმა-მაღლად უღაღადოთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა. კონდაკი: ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვწერთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერებაი უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაითა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.