Baby Bag

COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო საქართველოს საპატრიარქო ​განცხადებას ავრცელებს

COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო საქართველოს საპატრიარქო ​განცხადებას ავრცელებს

კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების ზრდასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო ​განცხადებას ავრცელებს. 

„COVID-19-ის მეორე ტალღის აქტიური გავრცელების გამო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით მივმართავთ საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრებს, წინამძღვრებს, სასულიერო პირებს: 

აუცილებელია ტაძარში ყოფნის დროს მრევლმა დაიცვას დისტანცია და ეკეთოს პირბადე, ხოლო ვინც თავს შეუძლოდ გრძნობს ან რისკის ჯგუფს განეკუთვნება, სჯობს თავი შეიკავოს მსახურებებზე დასწრებისგან. ზიარების ან სხვა საჭიროების შემთხვევაში მათ მოძღვარი სახლში მიაკითხავს.

არაფრის შეგეშინდეთ, ილოცეთ და უფალს მიენდეთ.

„უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“, - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ბავშვებო, მე გაძლევთ დავალებას: დილას, როცა ადგებით...“
„თქვენ იცით, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველი საუკუნიდან შემოვიდა, ხოლო IV საუკუნეში უკვე სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ღვთის განგებით, ჩვენს ქვეყანაში პირველ საუკუნეშივე ჩამოიტანეს კვართი უფლის...

შეიძლება დაინტერესდეთ

პატრიარქის სამი რეკომენდაცია ეკლესიის წინამძღვრებს

პატრიარქის სამი რეკომენდაცია ეკლესიის წინამძღვრებს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ეკლესიის წინამძღვრებს სამი რეკომენდაცია მისცა, - აღნიშნულის შესახებ საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.

„გეძლევათ სამი რეკომენდაცია:

პატრიარქის კურთხევაა, რომ კომენდანტის საათის გათვალისწინებით, ხვალიდან ლოცვები დაიწყოს შუა დღის 4.00 საათზე, ხოლო ყოველ დღე ეკლესია დაიკეტოს საღამოს 8 საათისთვის.

შეგახსენებთ, რომ აუცილებელია ტაძრის ეზოში 1,5 მ-ის დაშორებით დროულად გაკეთდეს ნიშნულები. ამისთვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ სამების ტაძარში მამა იოანეს (ტელ: 591000600).

გთხოვთ, ყოველდღიურად მოახდინოთ ხატების და სიწმინდეების ხშირად გაწმენდა (სპირტის და ვარდის წყლით), ასევე იატაკის დამუშავება და ეკლესიაში მუდმივი მეთვალყურეობისთვის გამოყოთ პასუხისმგებელი პირები,“ - წერს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

როგორც დეკანოზი აღნიშნავს, დღეს ამ შეტყობინებას სმსის სახით მიიღებენ ტაძრების წინამძღვრები.

წაიკითხეთ სრულად