Baby Bag

თენგიზ ცერცვაძე ჰოსპიტალიზებულია

თენგიზ ცერცვაძე ჰოსპიტალიზებულია

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დაავადების მეექვსე დღეს გაუარესდა და იგი ჰოსპიტალიზებულია, - ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს.

„აღენიშნება ტემპერატურის მატება 38.0 გრადუსამდე. გულ-მკერდის ორგანოების კომპიუტერულ-ტომოგრაფიული გამოკვლევით დაფიქსირდა ორმხრივი კოვიდ პნევმონია.

იმუნური სისტემის გამოკვლევით აღენიშნება უჯრედული და ჰუმორული იმუნიტეტის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუარესება. ვინაიდან ბატონი თენგიზი წარმოადგენს ორმაგად მაღალი რისკის ჯგუფის პირს - იგი არის ასაკოვანი და ამავე დროს აქვს არაჰოჯკინის ლიმფომა და სერიოზული იმუნოდეფიციტური მდგომარეობა, ამიტომ გადაწყდა მისი ჰოსპიტალიზაცია.

​მას გადაესხა ანტივირუსული მედიკამენტი „რემდესივირი„ ორი 100 მილიგრამიანი ფლაკონი ერთჯერადად. ის მკურნალობას მომავალ დღეებში გააგრძელებს კლინიკაში და მისი მკურნალობის ტაქტიკა განისაზღვრება კლინიკური და ლაბორატორიული მაჩვენებლების მდგომარეობის მიხედვით. 

რაც შეეხება თენგიზ ცერცვაძის მეუღლეს - ანა თოფურიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას აგრძელებს სახლში“, - აღნიშნულია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

,,ამაზრზენია მხცოვანი და უკვე დაავადებული ადამიანის სიკვდილზე ოცნებობდე ან საჯაროდ ღლიცინე...
,,კარგ მოქალაქედ ყოფნის საუკეთესო ნიშანი და აუცილებელი ძალა (ხშირად თუნდაც ნაძალადევად შეძენილი) - საზღვრის შემჩნევაა. ვიღაცისთვის ეს რთული გზაა, მაგრამ მთავარმა კაცმა ხომ აქაც დაგვიბარა - ,,რაც არა...
„ეს პრეპარატი არ მიიღოთ!“ - რომელი მედიკამენტები მივიღოთ და რომელი არა კორონავირუსთან ბრძო...
ექიმი ნანა სხილაძე მედიკამენტების მიღების შესახებ საკუთარ ​ბლოგზე წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:​„პარაცეტამოლი შეგიძლიათ, დალიოთ 38-38.5 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დროს, 5...

შეიძლება დაინტერესდეთ

„ეს არის ვიდეო, რომელიც მსოფლიომ უნდა ნახოს,“ - ვლადიმერ ზელენსკის მეუღლე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს

„ეს არის ვიდეო, რომელიც მსოფლიომ უნდა ნახოს,“ - ვლადიმერ ზელენსკის მეუღლე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს

უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის მეუღლემ ოლენა ზელენსკამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და მსოფლიოს მისი ნახვისკენ მოუწოდა:

„ასე გამოიყურება უკრაინა ახლა. ეს არის ვიდეო, რომელიც მსოფლიომ უნდა ნახოს. ჩვენ ომში ვართ. პუტინის თავდასხმის გამო უკრიანელ მშობლებს შვილების ყოველ ღამით სარდაფში წაყვანა და სახლების კედლებიდან მტერთან ბრძოლა უწევთ. უკრაინა მშვიდობიანი ქვეყანაა. ჩვენ ომს ვეწინააღმდეგებით და არ განგვიხორციელებია თავდასხმა პირველებს, მაგრამ დანებებას არ ვაპირებთ. მივმართავ მსოფლიოს, შეხედეთ: ჩვენ ვიბრძვით მშვიდობისთვის თქვენს ქვეყნებშიც,“ - წერს ოლენა ზელენსკა.

წაიკითხეთ სრულად