ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მადლობას უხდის ყველას და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
,,მადლობა ყველას!...
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც მირეკავს და შეტყობინებებს მიგზავნის-აინტერესებთ და გულთან მიიტანეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო მათ ვისაც ფიზიკურად ვერ ვპასუხობ-ეს შეუძლებელიცაა დროისა და ჯანმრთელობის ფაქტორის გათვალისწინებით...
რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას - მკურნალობას ვაგრძელებ სახლში. ამ დროისთვის ტემპერატურა 37.5 გრადუსი მაქვს. მაწუხებს ხველა, ყელის და თავის ტკივილი, სისუსტე. მიუხედავად ასეთი დისკომფორტისა და ჩემს თავს არსებული რეალობისა, ვცდილობ ვიყო მხნედ, მაქსიმალურად ვცდილობ სახლის პირობებში ვიმკურნალო და ასე ვადევნო თვალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა თუ ეპიდვითარებას...
რაც შეეხება ჩემს მეუღლეს-ანა თოფურიაც სახლშია და ჩემს გვერდითაა. როგორც ცნობილია, ისიც კოვიდ ინფიცირებულია, თუმცა ნაკლები სიმპტომებით-37.1 გრადუსი ტემპერატურითა და ყელის ტკივილით.
ვინაიდან ინტერესი დიდია ჩემი ჯანმრთელობის მიმართ-პერიოდულად აქ დავწერ ჩემი ჯანმრთელობის შესახებ...
იმედია, მალე ყველაფერი გაივლის და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდები,'' - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
სკოლებისთვის კორონავირუსის პრევენციისთვის 5 ოქროს წესია შემუშავებული
სრულიად რეალისტური გვგონია ის, რომ ეპიდემიური სიტუაცია მოგცემს სასწავლო პროცესის შეუფერხებლად დაწყების საშუალებას. ჩვენ დიდი ხანი ვიმუშავეთ განათლების სამინისტროსთან ერთად, რომ მოგვემზადებინა ერთიანი, სრული პაკეტი უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნისთვის, რათა ყველა დაცული იყოს კორონავირუსის რისკებისგან - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი განმარტებით, სკოლებისთვის კორონავირუსის პრევენციისთვის არის 5 ოქროს წესი, რომლებიც რეკომენდაციებშია ასახული.
„ეს, რა თქმა უნდა, შეეხება პირბადის გამოყენებას. პირბადის გამოყენება აუცილებელი იქნება ყველა სკოლაში, სასწავლო გარემოში მყოფი პირისთვის, მაგრამ არ იქნება სავალდებულო მოსწავლეებისთვის. რაც შეეხება სხვა წესებს, ეს არის ისევ და ისევ ჰიგიენა და სკოლა უზრუნველყოფს სადეზინფექციო საშუალებებით ბავშვებისა და სხვა პერსონალის მომარაგებას. ეს არის ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო საშუალება, რომელიც ყველაზე ეფექტურია ხელების დამუშავებისთვის. მესამე ეს არის ჰიგიენური ნორმებისა და წესების დაცვა სველ წერტილებში, ასევე საკლასო ოთახებში. ოთახების განიავება- ეს არის მეოთხე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი და მეხუთე და ყველაზე მნიშვნელოვანი წესია სოციალური დისტანციის დაცვა,“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
მისივე თქმით, მშობლებმა სიცხიანი ბავშვი სკოლაში არ უნდა გაუშვან. „ეს არც მანამდე იყო გამართლებული და ახლა კიდევ განსაკუთრებულ რისკებს უკავშირდება, ამიტომაც ყველა მშობელს ვთხოვთ, თავი შეიკავოს ბავშვის სკოლაში მიყვანისგან, თუ მას აქვს სიცხე, სურდო, ხველა და რესპირაციული სიმპტომები, მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ უკვე სკოლაში მისულ ბავშვს აქვს სიცხე, ამ შემთხვევაში სკოლებში ყველგან არის მოწყობილი იზოლირებული ოთახი, სადაც ბავშვი, თუ მას ტემპერტურა დაუფიქსირდება, იქ გადავა და დაელოდება ექიმს ან მშობელს,“- განაცხადა თამარ გაბუნიამ.