ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე მადლობას უხდის ყველას და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
,,მადლობა ყველას!...
მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც მირეკავს და შეტყობინებებს მიგზავნის-აინტერესებთ და გულთან მიიტანეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო მათ ვისაც ფიზიკურად ვერ ვპასუხობ-ეს შეუძლებელიცაა დროისა და ჯანმრთელობის ფაქტორის გათვალისწინებით...
რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას - მკურნალობას ვაგრძელებ სახლში. ამ დროისთვის ტემპერატურა 37.5 გრადუსი მაქვს. მაწუხებს ხველა, ყელის და თავის ტკივილი, სისუსტე. მიუხედავად ასეთი დისკომფორტისა და ჩემს თავს არსებული რეალობისა, ვცდილობ ვიყო მხნედ, მაქსიმალურად ვცდილობ სახლის პირობებში ვიმკურნალო და ასე ვადევნო თვალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა თუ ეპიდვითარებას...
რაც შეეხება ჩემს მეუღლეს-ანა თოფურიაც სახლშია და ჩემს გვერდითაა. როგორც ცნობილია, ისიც კოვიდ ინფიცირებულია, თუმცა ნაკლები სიმპტომებით-37.1 გრადუსი ტემპერატურითა და ყელის ტკივილით.
ვინაიდან ინტერესი დიდია ჩემი ჯანმრთელობის მიმართ-პერიოდულად აქ დავწერ ჩემი ჯანმრთელობის შესახებ...
იმედია, მალე ყველაფერი გაივლის და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდები,'' - აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)
,,ხვალ საკრალური დღეა...ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა აანთოთ სანთელი, ილოცოთ და თუ გინდათ ჩაუთქვით თქვენი სურვილები''
მიხეილ ცაგარელი კვირის ასტროლოგიურ პროგნოზს გთავაზობთ. მისი თქმით, ხვალ საკრალური დღეა - შემოდგომის დღეღამტოლობა გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა აანთოთ სანთელი, ილოცოთ და თუ გინდათ ჩაუთქვით თქვენი სურვილები:
,,გვაქვს კვირა, რომელშიც დედამიწა პოზიტიურ ენერგოველში გადადის. ეს უკვე კარგია იმიტომ, რომ კარგად იმოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობასა და გუნება-განწყობაზე. ამ მხრივ სასიკეთო ტენდენციების მატარებელია. დღეს მაქსიმალურად მოერიდეთ ხალხის მასასთან ურთიერთობას. თვალის აღების ალბათობა მაღალია, ამიტომ ცოტა ყურადღებით უნდა ვიყოთ, მით უმეტეს, საეჭვო ადამიანებთან.
ხვალ საკრალური დღეა - შემოდგომის დღეღამტოლობა გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა აანთოთ სანთელი, ილოცოთ და თუ გინდათ ჩაუთქვით თქვენი სურვილები. ესეთი საკრალური დღე 4 გვაქვს წელიწადში, ზამთრისა და ზაფხულის ბუნიაობა და დღეღამტოლობა. ეს არის დღე, როდესაც ოდითგანვე საქართველოში და საერთოდ მსოფლიოში დიდ ყურადღებას აქცევდნენ, სანთლები ინთებოდა, განსაკუთრებული დღესასწაულები იმართებოდა იმიტომ, რომ დღე და ღამე ტოლია, ზუსტად ახლა გვაქვს ბალანსი ენერგეტიკულ სამყაროში.
გაითვალისწინეთ, დღეღამტოლობა ხდება მაშინ, როდესაც მზე ტოვებს ქალწულის ზოდიაქოს ნიშანს, მეტად პრაგმატულ ნიშანს და გადადის ფანტაზიებითა და მშვიდობიანობით აღსავსე დიპლომატიურ და ესთეტიურ სასწორში, მთელი თვით. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს შორის კომპრომისების უნარი მოიმატებს, არ იქნება იდეის დამტკიცების ტენდენცია, მოიმატებს ოპტიმიზმი, ხელოვნების, პოეზიისა და ლიტერატურისადმი განსაკუთრებული სწრაფვა. მოიმატებს სამართლიანობის ელემენტი...'' - აღიშნავს მიხეილ ცაგარელი.