Baby Bag

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის კლინიკაში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 14 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

გასული 24 საათის განმავლობაში ​საქართველოში კორონავირუსის 3 473​ შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი, გარდაიცვალა - 37. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,არ დავაყოვნე და მეც დავიწყე ამ კვებითი დანამატების მიღება'' - როგორ იძლიერებს კოვიდის წინააღმდეგ იმუნიტეტს ბიძინა კულუმბეგოვი?

როგორ გავიძლიეროთ იმუნიტეტი? - ანიშნულ თემაზე ,,იმედის'' ეთერში იმუნოლოგ-ალერგოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ისაუბრა. 

მისი თქმით, თავად თუთიას, D ვიტამინსა და მელატონინს იღებს დანამატის სახით. 

წაიკითხეთ სრულად