Baby Bag

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის კლინიკაში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 14 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

გასული 24 საათის განმავლობაში ​საქართველოში კორონავირუსის 3 473​ შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი, გარდაიცვალა - 37. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე.

შეიძლება დაინტერესდეთ

წყლიან ჯამში ჩაყარეთ ყინული და ხელის გული წყალში 30 წამი გააჩერეთ ან გამოიყენეთ კიბე - როგორ შევიმოწმოთ გულის მუშაობა სახლის პირობებში?

წყლიან ჯამში ჩაყარეთ ყინული და ხელის გული წყალში 30 წამი გააჩერეთ ან გამოიყენეთ კიბე - როგორ შევიმოწმოთ გულის მუშაობა სახლის პირობებში?

წყლიან ჯამში ჩაყარეთ ყინული და ხელის გული 30 წამი გააჩერეთ წყალში ან გამოიყენეთ კიბე - როგორ შევიმოწმოთ გულის მუშაობა სახლის პირობებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში?

ნახეთ ვიდეო ☝️

წყარო: ​იმედის დილა

წაიკითხეთ სრულად