Baby Bag

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის კლინიკაში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 14 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

გასული 24 საათის განმავლობაში ​საქართველოში კორონავირუსის 3 473​ შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი, გარდაიცვალა - 37. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე.

შეიძლება დაინტერესდეთ

,,​ჩემი პოზიცია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით ასეთია...''

,,​ჩემი პოზიცია კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით ასეთია...''

პროფესორი გიორგი ფხაკაძე კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშირებით თავის პოზიციას აფიქსირებს. 

მისი თქმით, 

ვაქცინა უნდა იყოს:

  • ნებაყოფლობითი
  • უფასო
  • უმაღლესი ხარისხის
  • უსაფრთხო
  • ეფექტური
დეტალებზე იხილეთ ​ვიდეო 

წაიკითხეთ სრულად