Baby Bag

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსისგან 102 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში 102 წლის ქალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა. მას კლინიკიდან ხვალ გაწერენ. ქალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდა.

ამ დროისთვის კლინიკაში 78 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, პაციენტებს შორის ორის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება, 14 პაციენტის მდგომარეობა კი მძიმედ ფასდება და ისინი ინტენსიურ განყოფილებაში მკურნალობენ.

გასული 24 საათის განმავლობაში ​საქართველოში კორონავირუსის 3 473​ შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 3 342 ადამიანი, გარდაიცვალა - 37. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 55 511- მდე.

შეიძლება დაინტერესდეთ

საქართველოში კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული

საქართველოში კორონავირუსის უკვე ცხრა შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე წერია.

ამავე ვებგვერდის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია - 162 ; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 45.

წაიკითხეთ სრულად