Baby Bag

გამოჯანმრთელდა კიდევ 2 537 პაციენტი

გამოჯანმრთელდა კიდევ 2 537 პაციენტი

დღეს საქართველოში კორონავირუსის 2 295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 46 817 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 537 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 31 170.

ბოლო 24 საათში კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 381-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3 004 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 4 355 ადამიანი, „კოვიდ“-სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 2 428-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.


შეიძლება დაინტერესდეთ

„თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი, არც შეზღუდვების თებერვლამდე გადავადება მგონია გამართლებული“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

„თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი, არც შეზღუდვების თებერვლამდე გადავადება მგონია გამართლებული“ - ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი

კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თუ წესებს დავიცავთ, თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი“ - ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს. გთავაზობთ მის ნათქვამს სიტყვა-სიტყვით:

„​უკვე საკმარისი დრო გავიდა იმის დასამტკიცებლად, რომ რეგულაციების წინასაახალწლო მოხსნამ ცუდი ეპიდემიოლოგიური შედეგი არ გამოიღო. სოციალურ ქსელში სულ ტყუილად მიმდინარეობდა იმ ხალხის შეჩვენება, ვინც მაღაზიებში დადიოდა.

ასე რომ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ თუ წესებს დავიცავთ, ჩაკეტვის რეჟიმი არ არის აუცილებელი. არც შეზღუდვების თებერვლამდე გადავადება მგონია გამართლებული. შეუძლებელია ჩვეულებრივ დღეებში იმდენი ადამიანი გაეშუროს სავაჭრო დაწესებულებებისკენ, რამდენიც დეკემბრის ბოლოს იყო. ცალკეულმა ადამიანებმაც და ბიზნესმაც ყველა პირობა შეასრულეს. ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან ზედამხედველობაც ძალიან მნიშვნელოვანია.

​რაც შეეხება ტრანსპორტს, კარგა ხანია ვიმეორებ, რომ უნდა გამონახულიყო გზები (და ამისთვის საკმაო დრო გვქონდა), რომ ავტობუსების რაოდენობა დამატებულიყო, რითაც დისტანციის დაცვის შესაძლებლობა გაჩნდებოდა. ასევე, თითო ავტობუსზე მომხდარიყო ერთი ისეთი კონტროლიორის უზრუნველყოფა, რომელიც ნამდვილად გაუწევდა ზედამხედველობას წესების დაცვას. ასე ავირიდებდით თავიდან ამ ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ შეზღუდვას, რაც ზუსტად იმ სეგმენტს აზარალებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს,“ - წერს მაია ბუწაშვილი.


წაიკითხეთ სრულად