Baby Bag

,,ხან მგონია, რომ სიზმარში ვარ...ჩემგან 10 ნაბიჯში, სასწრაფოს მანქანაში, ვიღაც სიკვდილს ებრძვის და ვიღაც გაბმულად კივის''

,,ხან მგონია, რომ სიზმარში ვარ...ჩემგან 10 ნაბიჯში, სასწრაფოს მანქანაში, ვიღაც სიკვდილს ებრძვის და ვიღაც გაბმულად კივის''
კოვიდინფიცირებული პაციენტი კატერინა მიქელაძე სოციალურ ქსელში იმ კლინიკაში არსებულ სიტუაციას აღწერს, სადაც თავად მკურნალობს. გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად:

,,უმძიმესი პაციენტი მოიყვანა სასწრაფომ, ადგილი არ არის და ვერ ღებულობენ. საშინელი ამბავია გარეთ, პაციენტის პატრონი ანგრევს ყველაფერს, კლინიკის ექიმები გიჟებივით დარბიან, გაუტანეს ჟანგბადი და სასწრაფოს მანქანაში ასუნთქებენ. ძალიან მძიმე მოსასმენია სასოწარკვეთილი ადამიანების მუდარა, დერეფანში მაინც შეიყვანეთ და გადამირჩინეთო. 

ხან მგონია, რომ სიზმარში ვარ. პირველი ეტაპის ინფიცირებულები 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში დაარიგეს და მეორე ეტაპის პაციენტებს საავადმყოფოებში ვერ აწვენენ. საშინლად მძიმე დღეშია მედპერსონალი, ძალიან მეცოდებიან. ვწვები და ბალიშს ვიფარებ სახეზე, მსუბუქი პნევმონია მაქვს და სტაბილური ვარ. გაიდლაინით ჯერ არ მეკუთვნის კლინიკის დატოვება. ჩემგან 10 ნაბიჯში, სასწრაფოს მანქანაში, ვიღაც სიკვდილს ებრძვის და ვიღაც გაბმულად კივის. სრულ კოშმარში ვარ და თან მრცხვენია, თან მეშინია,'' - აღნიშნავს კატერინა მიქელაძე. 

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი - დღეის მდგომარეობით, ინფექციის 1 852 ახ...
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოად...

შეიძლება დაინტერესდეთ

ამირან გამყრელიძის განცხადება იმუნიზაციის პროცესში პედაგოგებისა და ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე

ამირან გამყრელიძის განცხადება იმუნიზაციის პროცესში პედაგოგებისა და ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე

იმუნიზაციის პროცესში პედაგოგებისა და ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მომდევნო სხდომაზე იმსჯელებენ - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. 

„პედაგოგების და ბაღების აღმზრდელების ჩართვაზე იმუნიზაციის პროცესში იყო წინა საბჭოზე საუბარი. ახლა, ვაქცინების მარაგი ქვეყანაში გაიზარდა, დარწმუნებული ვარ, მეორე საბჭოზე ეს გახლავთ ე.წ. ესენციური ჯგუფები, რომლებიც განიხილება ამ ასაკობრივი გაფართოების შემდგომ. ვფიქრობ, რომ მეორე საბჭოზე ვიმსჯელებთ ამ საკითხზე და შესაბამის გადაწყვეტილებებს მივიღებთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.


წაიკითხეთ სრულად