Baby Bag

მაშველებმა გადაარჩინეს 3 წლის გოგონა, რომელიც მიწისძვრიდან 65 საათის განმავლობაში ნანგრევებში იყო

თურქეთში მაშველებმა გადაარჩინეს 3 წლის გოგონა, რომელიც მიწისძვრიდან 65 საათის განმავლობაში ​ნანგრევებში იყო.

ელიფ ფერინჩეკი 106-ე ადამიანია, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

მიწისძვრიდან დაახლოებით 23 საათის შემდეგ ელიფის დედა, 10 წლის ტყუპები და 7 წლის ძმაც ცოცხალი ამოიყვანეს. პატარა ძმა გარდაიცვალა, დედა და ტყუპები კი საავადმყოფოში მკურნალობენ.

თურქეთში, იზმირის პროვინციაში მომხდარი 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად 79 ადამიანი დაიღუპა და 962 დაშავდა.

შეიძლება დაინტერესდეთ

თუ ვაქცინა გადაიტანეთ ცუდად, ნიშნავს თუ არა, რომ დაავადებასაც ცუდად გადაიტანთ?

თუ ვაქცინა გადაიტანეთ ცუდად, ნიშნავს თუ არა, რომ დაავადებასაც ცუდად გადაიტანთ?

თუ ვაქცინა გადაიტანეთ ცუდად, ნიშნავს თუ არა, რომ დაავადებასაც ცუდად გადაიტანთ? - აღნიშნულ კითხვას იმუნოლოგ-ალერგოლოგმა, თსსუ-ის პროფესორმა დავით თელიამ უპასუხა. 

მისი თქმით, ზოგიერთი ადამიანი ვაქცინაზე რეაგირებს, ზოგიერთი არა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თუ ვაქცინა ცუდად გადაიტანეთ, დაავადებასაც რთულად გადაიტანთ და პირიქით. 

ნახეთ ვიდეო ☝️

წაიკითხეთ სრულად