Baby Bag

,,დღეში, ალბათ, ინფიცირების 3 000 - 4 000 შემთხვევა იქნება''

,,დღეში, ალბათ, ინფიცირების 3 000 - 4 000 შემთხვევა იქნება''

,,ნოებრის ბოლოსთვის დღეში, ალბათ, ინფიცირების 3 000 - 4 000 შემთხვევა იქნება'' - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირბადის ტარებას:

ეპიდემიოლოგები ნოემბრის ბოლოსთვის ქვეყანაში დღიურად კორონავირუსის 3 000-იდან - 4 000-მდე შემთხვევას ელოდებიან. ხვალ გვექნება განახლებული პროგნოზები. ახლა იმ ეტაპზე ვართ, როცა მართლა გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირბადის ტარებას, ეს არის კვლევებით დადასტურებული, რომ 90%-ზე მეტს ჩვენი მოსახლეობის, თუ ექნება პირბადე სწორად გაკეთებული, 70%-ით შემცირდება ის ციფრები, რა პროგნოზებიც გვაქვს დაავადებულთა რიცხვების,“ - დასძინა პაატა იმნაძემ.


არ დაგავიწყდეთ !!!

Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯ​გუფი“)

„ეს სიმპტომები პრაქტიკულად ნიშნავს, რომ გაქვთ კოვიდი და ტესტირებაზე დროის, ფულის და ძალისხ...
ექიმი თერაპევტი სოფიო ბერიძე Covid-19-ის სიმპტომებთან და მოქალაქეების პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს. ამასთან იგი მოსახლეობას საყურადღებო რჩევებს...
„ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც კორონავირუსით ინფიცირებულთა ყველა მომდევნო რიცხვი...
​„ჩვენ ალბათ გადავალთ იმ რეჟიმში, როდესაც ყველა მომდევნო რიცხვი შეიძლება იყოს რეკორდული მაჩვენებელი, ეს არის მოლოდინი,“ - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდ...

შეიძლება დაინტერესდეთ

„D-დიმერი როდესაც იმატებს ორგანიზმში, ეს ნიშნავს, რომ სადღაც მოხდა თრომბის წარმოქმნა,“ - თერაპევტი ბეჟან ხელიძე

„D-დიმერი როდესაც იმატებს ორგანიზმში, ეს ნიშნავს, რომ სადღაც მოხდა თრომბის წარმოქმნა,“ - თერაპევტი ბეჟან ხელიძე

​​თერაპევტი ბეჟან ხელიძე საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „პირადი ექიმი - მარი მალაზონია“ D-დიმერის ანალიზის მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ის თრომბის განვითარების საფრთხეების შესაფასებლად გამოიყენება:

„პირველ რიგში, რაც შეეხება D-დიმერს, მოკლედ რომ ვთქვათ, ​D-დიმერი არის თრომბის დაშლის პროდუქტი. D-დიმერი როდესაც იმატებს ორგანიზმში, ეს ნიშნავს, რომ სადღაც მოხდა თრომბის წარმოქმნა. ეს ძირითადად 99%-ში ხდება ღრმა ვენებში, ანუ ფეხებში, რასაც ხელს უწყობს უძრაობა. საქართველოში ისედაც ძალიან დიდი პოპულაციაა, რომელსაც აწუხებს ღრმა ვენების თრომბოზი. ამ ადამიანებს ისედაც აქვთ D-დიმერი მომატებული.“

ბეჟან ხელიძის თქმით, კლინიკაში შეყვანილ ყველა პაციენტს უმოწმდება D-დიმერის მაჩვენებელი, აღნიშნული ანალიზი კი რამდენჯერმე ტარდება გამეორებით:

„კლინიკაში ვინც შემოდის, ყველა პაციენტს უკეთდება D-დიმერი. ​ეს ანალიზი გარკვეული ინტერვალით მეორდება და ყოველ სამ დღეში ტარდება. თუ ადამიანს აქვს მაღალი D-დიმერი და ღრმა ვენების თრომბოზი, მაშინ ეს გამოწვეულია სწორედ ღრმა ვენების თრომბოზით და არა კორონავირუსით.“

„რაც შეეხება D-დიმერს, თუ რაში ვიყენებთ მას ექიმები, ჩვენ მას ვიყენებთ რისკის შესაფასებლად, რომ შემდეგ სათანადო ანტიკოაგულაციური მკურნალობა დავნიშნოთ. პაციენტისთვის ეს არ უნდა იყოს შემაშინებელი. საქართველოში ნათლად გამოჩნდა, რომ პრობლემას ქმნის ჭარბი წონა. ჭარბ წონას ისედაც თან სდევს უძრაობა, შესაბამისად, ადამიანები ისედაც რისკის ქვეშ არიან, რომ ​ღრმა ვენების თრომბოზი განვითარდეს და D-დიმერი მაღალი ჰქონდეთ. პრობლემურია არტერიული ჰიპერტენზია და დიაბეტი. ეს ჯგუფი არის პაციენტების, რომელიც არის საყურადღებო,“ - აღნიშნავს ბეჟან ხელიძე.

წყარო: ​პირადი ექიმი - მარი მალაზონია

წაიკითხეთ სრულად