Baby Bag

,,მორჩა! ჯანდაცვის სისტემას ყველას დახმარება აღარ შეუძლია!'' - თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა

,,მორჩა! ჯანდაცვის სისტემას ყველას დახმარება აღარ შეუძლია!'' - თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგს კორონავირუსი დაუდგინდა

თბილისის კლასიკური გიმნაზიის პედაგოგს მაკა სახურიას კორონავირუსი დაუდგინდა. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

,,გამოვიძახე სასწრაფო. წნევის გაზომვა მინდოდა უპირველესად, რადგან საფეთქლებზე მაწვება საშინლად. არ მიშველა კაპტოპრილმა და ტკივილგამაყუჩებლებმა. მეშინია სისხლძარღვებისა და გულის. ჩემი წნევის აპარატი ახლობელს მივუტანე ამასწინათ და დარჩა იქ. მოვიდა სასწრაფო. წნევას მხოლოდ თქვენი აპარატით თუ გაგიზომავთო. ჩვენსას ვერ მოვიხმართო. დამარჭეს ანალგინ-დიმედროლი. დარეკეს ცენტრში და პასუხად მივიღეთ, რომ არსად კლინიკაში არაა ადგილი. ამ ვირუსის ფართო გავრცელება ამიტომ იყო საშიში. მორჩა! ჯანდაცვის სისტემას ყველას დახმარება აღარ შეუძლია!'' - აღნიშნავს მაკა სახურია. 


შეიძლება დაინტერესდეთ

,,იმედია, გადაწყვეტილება დროულად იქნება მიღებული და გასაჯაროვებული''

,,იმედია, გადაწყვეტილება დროულად იქნება მიღებული და გასაჯაროვებული''

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ვაქცინაციის ახალი სქემის შესახებ საუბრობს:

,,12 -15 წლის ქრონიკული თანმხლები დაავადების მქონე ბავშვების აცრა მყარი რეკომენდაციით, დარჩენილი კონტიგენტის ვაქცინაცია ოჯახის სურვილის შემთხვევაში!

6 თვის პერიოდის გასვლის შემდეგ ბუსტერული ანუ მესამე დოზების საკითხი ასაკოვანი და რისკის დაავადების ან პროფესიის (სამედიცინო პერსონალი, მასწავლებლები, წინა ხაზის მუშაკები, ჟურნალისტები, პოლიცია...) ხალხისთვის!

პ.ს. მხარს ვუჭერ ვაქცინაციის ამ სქემით გაგრძელებას, იმედია გადაწყვეტილება დროულად იქნება მიღებული და გასაჯაროვებული!'' - აღნიშავს ბიძინა კულუმბეგოვი. 

წაიკითხეთ სრულად