დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, მალე covid-19-ზე მასწავლებლების ე.წ. რანდომული ანუ შერჩევითი ტესტირება დაიწყება. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა.
ამასთან, როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, კორონავირუსის დაფიქსირების შემთხვევაში, არ ხდება სკოლის სრული იზოლირება.
„თუ ერთი ბავშვი დაინფიცირდა, იმ შემთხვევაში კლასი გადადის ონალაინ სწავლებაზე და მასთან შეხებაში მყოფი ბავშვები და მასწავლებლები გადადიან თვითიზოლაციაში. ასეთი წერტილოვანი შეზღუდვები განხორციელდება, არა მარტო სკოლებში, არამედ დიდ დაწესებულებებშიც,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ასეთივე შეზღუდვები იქნება ბაღებში კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაშიც:
„რომელ ჯგუფშიც დაფიქსირდება კორონავირუსი, ის ჯგუფი გადავა თვითიზოლაციაში. ბაღის დეზინფექცია გაკეთდება, მოხდება ხშირი განიავება და სველი წესით დალაგება. თუ რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა ბაღში, გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მივიღებთ, გააჩერებს მთელი ბაღი მუშაობას, თუ ნაწილობრივ. ე.წ. რანდომული ანუ შერჩევითი ტესტირება ბაღის აღმზრდელებთანაც გვინდა რომ გაკეთდეს,“ - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
გააზიარეთ პოსტი
არ დაგავიწყდეთ !!!
Momsedu.ge-მ თქვენთვის, ქალებისთვის შექმნა ახალი სივრცე, სადაც ყველაზე მცოდნე დედები იყრიან თავს. ჯგუფის დასახელებაც სწორედ ასეა - „მცოდნე დედების ჯგუფი“, რომლის საშუალებით დედები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ. (ჯგუფში გასაწევრიანებლად ნახეთ ბმული - „მცოდნე დედების ჯგუფი“)