Baby Bag

5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის 58 წლის მამაკაცს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა

5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენისთვის 58 წლის მამაკაცს 13 წლით პატიმრობა მიესაჯა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა გურჯაანის რაიონული სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი და 5 წლის ბავშვის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენაში ა.ა. დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად 13 წელი განუსაზღვრა - აღნიშნულ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.  

,,პროკურატურამ სასამართლო პროცესზე წარადგინა საქმეზე მოპოვებული ყველა უტყუარი მტკიცებულება, რითაც დადასტურდა, რომ 2019 წლის ზაფხულში, ლაგოდეხის რაიონის ერთ-ერთ სოფელში 58 წლის ა.ა.-მ 5 წლის გოგონასთან სექსუალური ხასიათის ქმედება განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების მიუხედავად, გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნულ საქმეზე ა.ა. წარდგენილ ბრალდებაში 13 მაისის გადაწყვეტილებით გაამართლა, რასაც პროკურატურა კატეგორიულად არ დაეთანხმა და სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ა.ა. დამნაშავედ ცნო 138-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ძალადობით და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე უმკაცრეს სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს,'' - აღნიშნულია განცხადებაში. 

შეიძლება დაინტერესდეთ

,,იცით რა არის ყველაზე მთავარი ამბავი ეხლა?! ისრაელიდან წამოსული ინფორმაცია''

,,იცით რა არის ყველაზე მთავარი ამბავი ეხლა?!  ისრაელიდან წამოსული ინფორმაცია''
პროფესორი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციასა და ე.წ დელტა შტამის შესახებ წერს, რომელსაც ​MomsEdu.ge უცვლელად გთავაზობთ:

,,იცით რა არის ყველაზე მთავარი ამბავი ეხლა?! ისრაელიდან წამოსული ინფორმაცია. 

საკმაოდ ცუდი და საყურადღებო ამბავია!

ფაიზერის ეფექტურობა დელტა ვარიანტის წინააღმდეგ არის დავარდნილი 64% მდე!!! მანამდე კვლევები აჩვენებნენ 88% ეფექტურობას!

თქვენ წარმოიდგინეთ დაბალ ეფექტური ვაქცინების ეფექტურიბა რა არის....

შეგახსენებთ ადრეული კვლევები გვაჩვენა რომ ფაიზერის ეფექტურიბა იყო 88% და ასტრაზენეკას 60% დელტა ვარიანტის წინააღმდეგ. სხვა ვაქცინების შესახებ ინფორმაცია არ არის. 

ჯანმრთელობას გისურვებთ ...'' - აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე. 

წაიკითხეთ სრულად