Baby Bag

ზუგდიდში 14 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინფიცირების წყარო კი რეპეტიტორია

ზუგდიდში 14 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინფიცირების წყარო კი რეპეტიტორია

ზუგდიდში 14 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სოფლის სამ სკოლაში სწავლა ონლაინ, დისტაციურ რეჟიმში გაგრძელდება. 

როგორც  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა, ყველა მათგანის ინფიცირებული წყარო რეპეტიტორია, რომელიც, თავის მხრივ, ე.წ. ,,ოქროს ბირჟის'' კლასტერს წარმოდგენს:

„რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 200 ტესტი, აქედან გვაქვს 20 დადებითი პასუხი, მათგან 1 ოკუპირებული საბერიოს შემთხვევაა, 1 მარტვილელია, 3 არის ფოთის მცხოვრები, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ ბათუმთან. 15 არის ზუგდიდში, რომელთაგან 14 არასრულწლოვანია და მათი ინფიცირება მოხდა რეპეტიტორისგან. ეს მასწავლებელი კი „ოქროს ბირჟის“ კლასტერია. მეთხუთმეტე ზუგდიდის მკვიდრია და არის ასევე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი,'' - დასძინა მალხაზ თორიამ. 


შეიძლება დაინტერესდეთ

„დღეს, ახალმთვარეობას სცადეთ ეს მამაპაპური მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ფულის მოზიდვას,“ - მიხეილ ცაგარელი

„დღეს, ახალმთვარეობას სცადეთ ეს მამაპაპური მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ფულის მოზიდვას,“ - მიხეილ ცაგარელი

„ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენებია ამ კვირაში. დღეს ახალმთვარეობაა. როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დღეს? - უნდა ვაჩვენოთ ფული ახალ მთვარეს. გინდ რიკინის, გინდ ქაღალდის ფული გაიტანეთ გარეთ და აჩვენეთ ახალ მთვარეს. ეს არის მამაპაპური მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ფულის მოზიდვას,“ - აღნიშნულის შესახებ ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი საუბრობს და ზოდიაქოს ნიშნებს კვირის პროგნოზს სთავაზობს.

წაიკითხეთ სრულად