Baby Bag

ზუგდიდში 14 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინფიცირების წყარო კი რეპეტიტორია

ზუგდიდში 14 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინფიცირების წყარო კი რეპეტიტორია

ზუგდიდში 14 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სოფლის სამ სკოლაში სწავლა ონლაინ, დისტაციურ რეჟიმში გაგრძელდება. 

როგორც  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა, ყველა მათგანის ინფიცირებული წყარო რეპეტიტორია, რომელიც, თავის მხრივ, ე.წ. ,,ოქროს ბირჟის'' კლასტერს წარმოდგენს:

„რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 200 ტესტი, აქედან გვაქვს 20 დადებითი პასუხი, მათგან 1 ოკუპირებული საბერიოს შემთხვევაა, 1 მარტვილელია, 3 არის ფოთის მცხოვრები, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ ბათუმთან. 15 არის ზუგდიდში, რომელთაგან 14 არასრულწლოვანია და მათი ინფიცირება მოხდა რეპეტიტორისგან. ეს მასწავლებელი კი „ოქროს ბირჟის“ კლასტერია. მეთხუთმეტე ზუგდიდის მკვიდრია და არის ასევე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი,'' - დასძინა მალხაზ თორიამ. 


შეიძლება დაინტერესდეთ

,,აღდგომის მერე ურჩი მრევლი იფეთქებს ბიოლოგიური ბომბივით''

,,აღდგომის მერე ურჩი მრევლი იფეთქებს ბიოლოგიური ბომბივით''

,,აღდგომის მერე ურჩი მრევლი იფეთქებს ბიოლოგიური ბომბივით'' - აღნიშულის შესახებ სოციალურ ქსელში ექიმი ლევან ხარაშვილი წერს.

გთავაზობთ მის პოსტს უცვლელად: 

,,აღდგომის მერე ურჩი მრევლი იფეთქებს ბიოლოგიური ბომბივით. ძლივს შეკავებული მრუდი აარტყამს პიკს. გაივსება რეანიმაციები და მეორე ტალღად მედპერსონალი იბუთქებს. ბერგამოს კადრებს თბილისშიც ვნახავთ. დაიხოცება ხალხი და ექიმების კეკლუცა ბრიფინგებს მძიმე კადრები შეცვლის. მალე შეზღუდვები აზრს დაკარგავს. ბავშვები სკოლებს დაუბრუნდებიან, მხრჩოლავი ყვითელი მარშუტკები გააფერადებენ საცობებს ცენტრალურ ქუჩებზე, ჰაერიც დაბინძურდება, გმირი ექიმები ისევ ფულისტ ყასბებად გადაიქცევიან და გახარიაც კი გაიპარსავს მოუცლელობის ხაზგასასმელად მოშვებულ ,,წვერს''. ამირან გამყრელიძე ისევ ძალიან მოსაწყენ ბიძად გადაიქცევა და პოლიტიკოსები გააგრძელებენ პოლიტიკოსობას, სპორტსმენები - სპორტსმებობას. გადაიჭედება გოიმური რესტორნები, ოკუპაცია გააგრძელებს ცოცვას .... ი რაზვე ეტო ნორმალნო?!!!!'' - აღნიშნავს ექიმი. 

წაიკითხეთ სრულად