Baby Bag

ზუგდიდში 14 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინფიცირების წყარო კი რეპეტიტორია

ზუგდიდში 14 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა - ინფიცირების წყარო კი რეპეტიტორია

ზუგდიდში 14 მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც სოფლის სამ სკოლაში სწავლა ონლაინ, დისტაციურ რეჟიმში გაგრძელდება. 

როგორც  სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა მალხაზ თორიამ განაცხადა, ყველა მათგანის ინფიცირებული წყარო რეპეტიტორია, რომელიც, თავის მხრივ, ე.წ. ,,ოქროს ბირჟის'' კლასტერს წარმოდგენს:

„რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 200 ტესტი, აქედან გვაქვს 20 დადებითი პასუხი, მათგან 1 ოკუპირებული საბერიოს შემთხვევაა, 1 მარტვილელია, 3 არის ფოთის მცხოვრები, რომლებსაც ხშირი შეხება აქვთ ბათუმთან. 15 არის ზუგდიდში, რომელთაგან 14 არასრულწლოვანია და მათი ინფიცირება მოხდა რეპეტიტორისგან. ეს მასწავლებელი კი „ოქროს ბირჟის“ კლასტერია. მეთხუთმეტე ზუგდიდის მკვიდრია და არის ასევე უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი,'' - დასძინა მალხაზ თორიამ. 


შეიძლება დაინტერესდეთ

„ვაქცინები, რომლებიც გამოიყენება პანდემიის სამკურნალოდ არის განსაკუთრებული ხარისხის“- ალერგოლოგ-იმუნოლოგი მაია გოთუა

„ვაქცინები, რომლებიც გამოიყენება პანდემიის სამკურნალოდ არის განსაკუთრებული ხარისხის“- ალერგოლოგ-იმუნოლოგი მაია გოთუა

ალერგოლოგ-იმუნოლოგმა მაია გოთუამ ვაქცინაციის შედეგად გამოწვეულ ალერგიულ რეაქციებზე ისაუბრა. მისი თქმით, ალერგიულ რეაქციებს შორის ყველაზე უფრო მძიმეა ანაფილაქსიური რეაქცია:

,,უნდა აღვნიშნოთ, რომ ალერგიულ რეაქციებს შორის ყველაზე უფრო მძიმეა ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც არის სწრაფი, დაუყოვნებელი და უმეტეს შემთხვევაში პირველ 15-30 წთ-შია. თუ ვაქცინებზე ვისაუბრებთ, ამ შემთხვევაში ანაფილაქსიური რეაქციის გამოვლენის დრო ჩვენს ქვეყანაში 45 წთ-ს არ სცილდება, ნებისმიერი პაციენტისთვის, მას ალერგიული რეაქციები ისტორიაში ჰქონდა თუ არა. აუცილებლად გასათვალისწინებელია, როგორი რეაქტიულობა, პასუხი ჰქონდა ადამიანს წარსულში გაკეთებულ ვაქცინაზე.

სადღეისოდ, ვაქცინები, რომელებიც გამოიყენება პანდემიის სამკურნალოდ, არის განსაკუთრებული ხარისხის, რაშიც იგულისხმება ის, რომ იქ არ არის არც კვერცხი, არც ჟელატინი და არც ანტიბიოტიკი,'' - აღნიშნა მაია გოთუამ. 

წყარო: ,,პირ​ადი ექიმი-მარი მალაზონია"

წაიკითხეთ სრულად