Baby Bag

სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება არ მიღებულა

სწავლის დაწყების თარიღთან დაკავშირებით რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება არ მიღებულა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, როგორც თამარ გაბუნიამ აღნიშნა, არ არის გამორიცხული, რომ სწავლასთან დაკავშირებულ პროტოკოლებში ცვლილებები შევიდეს:

„უსაფრთხოების პროტოკოლები საკმაოდ დეტალურია. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება გარკვეული მოდიფიკაციები შევიდეს, თუ ახალ რეკომენდაციას მოგვცემს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ეს ცოცხალი პროცესია და რა საერთაშორისო რეკომენდაციაც იქნება, ის აისახება. რაც შეეხება სწავლის დაწყების თარიღს, დღეს ამასთან დაკავშირებით რაიმე განსხვავებული გადაწყვეტილება არ მიღებულა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თუ გინდათ, რომ განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეების შესახებ ინფორმირებულები იყოთ, მოიწონეთ გვერდი „მასწავლებლების სანდო წყა​რო“

შეიძლება დაინტერესდეთ

​„ცალკე საგნებით სწავლება არის ღრმა წარსული“ - ბერიკა შუკაკიძე

​„ცალკე საგნებით სწავლება არის ღრმა წარსული“ - ბერიკა შუკაკიძე

მასწავლებელის სახლის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ ​Zoom განათლებაზე ახალი სკოლის მოდელზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ცალკე საგნებით სწავლება არის ღრმა წარსული. 

„ეს არის გვიანი XIX საუკუნე, როდესაც ჯერ ფიზიკის გაკვეთილი მაქვს, 5 წუთის მერე უნდა შევიდე მათემატიკაზე, მერე მშობლიურ ენაზე... ეს ბავშვი ტელევიზორი ხომ არ არის, რომ გადართო არხები...“ - განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ.

მისივე თქმით, ახალი სკოლის მოდელი ყველა საგნის ინტეგრირებას მოითხოვს.

ნახეთ ვიდეო ☝️

სრული გადაცემა იხილეთ ამ ​ბმულ​ზე.

წყარო: Zoom განათლებ​აზე

წაიკითხეთ სრულად