Baby Bag

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხში სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

ლაგოდეხის იაკობ გოგებაშვილის სახელობის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილების ხელმძღვანელი ნუნუ ნოზაძე ადასტურებს.

მისი ინფორმაციით, მოსწავლის ინფიცირების წყარო ე.წ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია, რომელსაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, რომ მოსწავლეს სკოლაში არ უვლია, თუმცა მეგობრებთან ერთად კვების ობიექტში იყო დაბადების დღის აღსანიშნავად, სადაც მისი რამდენიმე თანაკლასელიც იმყოფებოდა. ამ ეტაპზე მოძიებულია კოვიდინფიცირებული მოსწავლის 14 კონტაქტი და კონტაქტების მოკვლევა გრძელდება.

ლაგოდეხის მესამე საჯარო სკოლის ინფორმაციით, სკოლაში სასწავლო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით განახლდა და დამატებითი პრევენციული ზომებისთვის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის რეკომენდაციებს დაელოდებიან.

სკოლის დირექტორის თეა მეტრეველის თქმით, კოვიდინფიცირებულ მოსწავლეს ორ თანაკლასელთან ჰქონდა კონტაქტი. ისინი ახლა თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

წყარო: ​1TV.GE

შეიძლება დაინტერესდეთ

„იმედის“ ჟურნალისტს რესპონდენტის ჩაწერის დროს მოულოდნელად ხელი სთხოვეს - ნახეთ ვიდეო

„იმედის“ ჟურნალისტს რესპონდენტის ჩაწერის დროს მოულოდნელად ხელი სთხოვეს - ნახეთ ვიდეო

ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტს ხათუნა მაისურაძე რესპონდენტის ჩაწერის დროს მოულოდნელად ხელი სთხოვეს. შეყვარებულმა გიზო ბანძელაძემ აღნიშნული ხათუნას პროდიუსერთან შეათანხმა და სიურპრიზიც გამოვიდა. 

„როცა პროდუსერი გირეკავს წინა დღით, რომ 11 ზე ჩართვისთვის უნდა მოემზადო, გადაღებაზე მთელი სამეგობრო გხვდება და ჩართვის ნაცვლად ხელს გთხოვენ.

ისე მაგრად გამიჩალიჩეთ, კიდე მინდა...

მადლობა ჩემო ბრილიანტო Gizo Bandzeladze და ყველას, ვინც ამ სიფარფატეში იყავით ჩართული,“ - აღნიშნულის შესახებ ხათუნა მაისურაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს. 

წაიკითხეთ სრულად